
პაატა იმნაძე: "არსებობს რისკი, რომ აუცრელ ადამიანებში დაავადება მძიმე ფორმით წავიდეს, ამიტომ ყველას სიფრთხილისა და აცრებისკენ მოვუწოდებ"
14/02/2022 07:43:59 საზოგადოება
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილის პაატა იმნაძის განცხადებით, ყოველდღიური ინფიცირების შემთხვევების რაოდენობა მაღალია და არსებობს რისკი, რომ აუცრელ ადამიანებში დაავადება მძიმე ფორმით წავიდეს, ამიტომ ის მოქალაქეებს სიფრთხილისა და აცრისკენ მოუწოდებს.
„რა თქმა უნდა, საფრთხე ისევ არის. ხედავთ, რამდენია ყოველდღიურად ინფიცირებულთა რაოდენობა. შესაბამისად, მაინც არის იმის რისკი, რომ აუცრელ ადამიანებში შეიძლება, წავიდეს მძიმედ. ამიტომ ყველას მოვუწოდებ სიფრთხილისა და აცრებისკენ.
სამწუხაროდ, აღწერილია შემთხვევები, როდესაც „ომიკრონის“ ერთი ვარიანტის შემდეგ, ერთ თვეში შეიძლება, „ომიკრონის“ მეორე ვარიანტი დაემართოს. საქართველოში ასეთი შემთხვევა დადასტურებული ჯერ არ არის. ზოგადად, რეინფიცირება ბევრია, ვისაც დელტა ჰქონდა, ძალიან ბევრს დაემართა „ომიკრონი“, მაგრამ „ომიკრონის“ ერთი ვარიანტის შემდეგ, მეორე ვარიანტის შეხვედრის ალბათობაც საკმაოდ დიდია“, – განაცხადა პაატა იმნაძემ.
პრემიერი კი ირწმუნება, რომ "ომიკრონის" შემთხვევაში ვაქცინა არ მუშაობს.