Accentnews.ge
საქართველოში მიწისძვრა კიდევ ექვსჯერ დაფიქსირდა

საქართველოში მიწისძვრა კიდევ ექვსჯერ დაფიქსირდა

14/02/2022 08:28:16 საზოგადოება

13 თებერვალს საქართველოში მომხდარი 6,2 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრის შემდეგ განმეორებითი ბიძგები კიდევ 6–ჯერ დაფიქსირდა.

კერძოდ, სეისმოლოგიური ცენტრის მონაცემებით, ავთერშოკების ეპიცენტრი ორ შემთხვევაში იყო ნინოწმინდა, ორ შემთხვევაში დმანისი, ერთ შემთხვევაში სამცხე –ჯავახეთის რეგიონი და ერთშიც – საქართველო–სომხეთის საზღვარი.

მიწისძვრის სიმძლავრე შეადგენდა: 3,1; 3,1; 3;5 ; 3,5; 4,1; 4,5 ბალს.

სერიოზული ნგრევის შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოში თბილისის დროით 22:25 სთ–ზე 6,2 (ML) მაგნიტუდის სიდიდის მიწისძვრა მოხდა. ეპიცენტრი ქალაქი დმანისის სამხრეთ-დასავლეთი, სოფელი სამება იყო.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S