
საქართველოში 6.2 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა
13/02/2022 18:27:07 საზოგადოება
საქართველოში თბილისის დროით 22:25 სთ–ზე 6,2 (ML) მაგნიტუდის სიდიდის მიწისძვრა მოხდა. ეს სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის დაზუსტებული მონაცემებია. მანამდე ცენტრი 5,8 მაგნიტუდის შესახებ იუწყებოდა.
ცენტრის ცნობით, მიწისძვრის ეპიცენტრი სოფელ სამებასთან იყო.
მიწისქვეშა ბიძგები იგრძნობოდა თბილისშიც.
როგორც სეისმოლოგი თეა გოდოლაძე იუწყებ, ამ საკმაოდ ძლიერი მიწისძვრის შემდეგ მოსალოდნელია განმეორებითი ბიძგები.
დმანისის მერი კობა მურადაშვილი ამბობს, რომ ამ ეტაპისთვის სერიოზულ ნგრევასთან დაკავშირებით ინფორმაცია არ შესულა.
"ჯერჯერობით, სერიოზულ ნგრევასთან დაკავშირებით ინფორმაცია არ შემოსულა. კავშირზე ვართ ყველა სოფლის რწმუნებულთან და ამ ეტაპზე სერიოზულ ნგრევას [ადგილი არ ჰქონია]. მსხვერპლი არ არის. საბედნიეროდ, ამ ეტაპზე არაფერი ხდება. ვამოწმებთ, ყველა წერტილში ვართ და ხალხი გვყავს გაშვებული", - თქვა მან.