Accentnews.ge
"კიევში ევროკავშირის დიპლომატიური მისიები არ იხურება"

"კიევში ევროკავშირის დიპლომატიური მისიები არ იხურება"

12/02/2022 20:25:07 მსოფლიო

ევროკავშირი კიევში დიპლომატიურ მისიებს არ ხურავს, - ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ჯოზეფ ბორელმა განაცხადა.

"ჩვენი დიპლომატიური მისიები არ იხურება, ისინი კიევში რჩებიან და აგრძელებენ მუშაობას ევროკავშირის მოქალაქეების მხარდასაჭერად, უკრაინის ხელისუფლებასთან კოორდინაციაში", - განაცხადა ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა.

მისი თქმით, უკრაინის წინააღმდეგ ნებისმიერ სამხედრო აგრესიას მძიმე შედეგები მოჰყვება.

მანამდე, რიგმა სახელმწიფოებმა, მათ შორის ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა თანამოქალაქეებს უკრაინი დატოვებისკენ მოუწოდეს და ქვეყანაში მდებარე საელჩოებიდან არაძირითადი პერსონალი გაიყვანეს.

ცნობისთვის: უკრაინის ირგვლივ ვითარება უკიდურესად დაძაბულია. მისი საზღვრის სიახლოვეს რუსული ძალების თავმოყრა კვლავ გრძელდება. დასავლეთში შიშობენ, რომ რუსეთი უკრაინაზე მორიგი სამხედრო აგრესიისთვის ემზადება. კრემლი ბრალდებას უარყოფს და დესტაბილიზაციაში უკრაინის ხელისუფლებას და მის დასავლელ პარტნიორებს ადანაშაულებს.

აშშ–ში არ გამორიცხავენ, რომ რუსეთმა ომი ჩინეთში მიმდინარე ზამთრის ოლიმპიადის პერიოდში დაიწყოს. რუსეთთან დიალოგის პარალელურად, აშშ და მისი ნატოელი მოკავშირეები ევროპაში აცხადებენ, რომ უკრაინაზე თავდასხმას უმკაცრესი პასუხი მოჰყვება.

იხილეთ ასევე: რომელი ქვეყნები მოუწოდებენ თანამოქალაქეებს უკრაინის დატოვებისკენ.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S