Accentnews.ge
უკრაინის დატოვებისკენ თანამოქალაქეებს იტალიამ, შვედეთმა და ჩეხეთმაც მოუწოდეს

უკრაინის დატოვებისკენ თანამოქალაქეებს იტალიამ, შვედეთმა და ჩეხეთმაც მოუწოდეს

12/02/2022 17:57:58 მსოფლიო

უკრაინის საზღვრებთან რუსული ძალების თავმოყრის ფონზე უკრაინის დატოვებისკენ თანამოქალაქეებს იტალიამ, შვედეთმა და ჩეხეთმაც მოუწოდეს.

იტალიისა და შვედეთისგან განსხვავებით, ჩეხეთმა თავის მოქალაქეებს უკრაინის გარდა, ბელარუსის ტერიტორიის დატოვებისკენაც მოუწოდა.

ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, მსგავსი მოწოდება შემდეგმა სახელმწიფოებმა გააკეთეს:

  • აშშ;
  • გაერთიანებული სამეფო;
  • იაპონია;
  • სამხრეთ კორეა;
  • ისრაელი;
  • კანადა;
  • ესტონეთი;
  • დანია;
  • ლატვია;
  • ლიეტუვა;
  • ავსტრალია;
  • ახალი ზელანდია;
  • ნორვეგია;
  • ნიდერლანდები;
  • ირანი;
  • გერმანია;
  • ქუვეითი;
  • საუდის არაბეთი;
  • იორდანია;
  • არაბთა გაერთიანებული საამიროები;
  • ესპანეთი;
  • იტალია;
  • შვედეთი;
  • ჩეხეთი;
  • თურქეთმა თანამოქალაქეებს აღმოსავლეთ უკრაინაში განგზავრებისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდა.

გარდა ამისა, უკრაინაში ევროკავშირის მისიას კიევში მდებარე საელჩოდან თანამშრომელთა ნაწილი გაჰყავს.

ცნობისთვის: უკრაინის ირგვლივ ვითარება უკიდურესად დაძაბულია. მისი საზღვრის სიახლოვეს რუსული ძალების თავმოყრა კვლავ გრძელდება. დასავლეთში შიშობენ, რომ რუსეთი უკრაინაზე მორიგი სამხედრო აგრესიისთვის ემზადება. კრემლი ბრალდებას უარყოფს და დესტაბილიზაციაში უკრაინის ხელისუფლებას და მის დასავლელ პარტნიორებს ადანაშაულებს.

აშშ–ში არ გამორიცხავენ, რომ რუსეთმა ომი ჩინეთში მიმდინარე ზამთრის ოლიმპიადის პერიოდში დაიწყოს. დღეს რუსეთ–აშშ–ის პრეზიდენტების სატელეფონო საუბარი გაიმართა. მანამდე, კრემლის ლიდერს დასავლეთოს სხვადასხვა ქვეყნის მაღალი თანამდებობის პირები შეხვდნენ. დასავლეთის სახელმწიფოთა მცდელობები, აწარმოონ დიალოგი რუსეთთან, უკავშირდება აღმოსავლეთ ევროპაში მოსკოვის ბოლოდროინდელ ქმედებებს.

რუსეთთან დიალოგის პარალელურად, აშშ და მისი ნატოელი მოკავშირეები ევროპაში აცხადებენ, რომ უკრაინაზე თავდასხმას უმკაცრესი პასუხი მოჰყვება.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S