აშშ–ს კიევში მდებარე საელჩოდან არაძირითადი პერსონალი გაჰყავს
12/02/2022 11:44:09 მსოფლიო
აშშ–ს კიევში მდებარე საელჩოდან არაძირითადი პერსონალი გაჰყავს. ამის შესახებ ინფორმაციას შეერთებული შატატების სახელმწიფო დეპარტამენტი ავრცელებს.
"დიპლომატიური პერსონალის შემცირების მიუხედავად, საელჩოს მთავარი გუნდი, ჩვენი ერთგული უკრაინელი კოლეგები, სახელმწიფო დეპარტამენტი და აშშ-ის პერსონალი მთელ მსოფლიოში გააგრძელებენ დაუღალავ დიპლომატიურ ძალისხმევას და დახმარებას უკრაინის უსაფრთხოების, დემოკრატიისა და კეთილდღეობის მხარდასაჭერად", – ნათქვამია კიევში აშშ-ის საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ცნობისთვის: უკრაინის ირგვლივ ვითარება უკიდურესად დაძაბულია. მისი საზღვრის სიახლოვეს რუსული ძალების თავმოყრა კვლავ გრძელდება. დასავლეთში შიშობენ, რომ რუსეთი უკრაინაზე მორიგი სამხედრო აგრესიისთვის ემზადება. კრემლი ბრალდებას უარყოფს და დესტაბილიზაციაში უკრაინის ხელისუფლებას და მის დასავლელ პარტნიორებს ადანაშაულებს.
იხილეთ ასევე: რომელი ქვეყნები მოუწოდებენ თანამოქალაქეებს უკრაინის დატოვებისკენ.


