Accentnews.ge
რომელი ქვეყნები მოუწოდებენ თანამოქალაქეებს უკრაინის დატოვებისკენ

რომელი ქვეყნები მოუწოდებენ თანამოქალაქეებს უკრაინის დატოვებისკენ

12/02/2022 07:24:06 მსოფლიო

უკრაინის საზღვრებთან რუსული ძალების თავმოყრის ფონზე მსოფლიოს რიგმა ქვეყნებმა თანამოქალაქეებს უკრაინის დატოვებისკენ მოუწოდეს.

ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, შესაბამისი მოწოდება შემდეგმა სახელმწიფოებმა გააკეთეს:

  • აშშ;
  • გაერთიანებული სამეფო;
  • იაპონია;
  • სამხრეთ კორეა;
  • ისრაელი;
  • კანადა;
  • ესტონეთი;
  • დანია;
  • ლატვია;
  • ლიეტუვა;
  • ავსტრალია;
  • ახალი ზელანდია;
  • ნორვეგია;
  • ნიდერლანდები;
  • ირანი;
  • გერმანია;
  • ქუვეითი;
  • საუდის არაბეთი;
  • იორდანია;
  • არაბთა გაერთიანებული საამიროები;
  • ესპანეთი
  • თურქეთმა თანამოქალაქეებს აღმოსავლეთ უკრაინაში განგზავრებისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდა.

გარდა ამისა, უკრაინაში ევროკავშირის მისიას კიევში მდებარე საელჩოდან თანამშრომელთა ნაწილი გაჰყავს.

უკრაინის ირგვლივ ვითარება უკიდურესად დაძაბულია. მისი საზღვრის სიახლოვეს რუსული ძალების თავმოყრა კვლავ გრძელდება. დასავლეთში შიშობენ, რომ რუსეთი უკრაინაზე მორიგი სამხედრო აგრესიისთვის ემზადება. კრემლი ბრალდებას უარყოფს და დესტაბილიზაციაში უკრაინის ხელისუფლებას და მის დასავლელ პარტნიორებს ადანაშაულებს.

აშშ–ში არ გამორიცხავენ, რომ რუსეთმა ომი ჩინეთში მიმდინარე ზამთრის ოლიმპიადის პერიოდში დაიწყოს. დღეს რუსეთ–აშშ–ის პრეზიდენტების სატელეფონო საუბარია დაგეგმილი. მანამდე, კრემლის ლიდერს დასავლეთოს სხვადასხვა ქვეყნის მაღალი თანამდებობის პირები შეხვდნენ. დასავლეთის სახელმწიფოთა მცდელობები, აწარმოონ დიალოგი რუსეთთან, უკავშირდება აღმოსავლეთ ევროპაში მოსკოვის ბოლოდროინდელ ქმედებებს.

რუსეთთან დიალოგის პარალელურად, აშშ და მისი ნატოელი მოკავშირეები ევროპაში აცხადებენ, რომ უკრაინაზე თავდასხმას უმკაცრესი პასუხი მოჰყვება.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S