Accentnews.ge
მედია – აშშ პოლონეთში დამატებით 3000 ჯარისკაცს გზავნის

მედია – აშშ პოლონეთში დამატებით 3000 ჯარისკაცს გზავნის

11/02/2022 20:37:24 მსოფლიო

უკრაინის ირგვლივ რუსული ძალების თავმოყრის ფონზე აშშ პოლონეთში დამატებით 3000 ჯარისკაცს გზავნის, – იუწყება CNN.

მისი ცნობით, შეერთებული შტატების თავდაცვის მდივანმა ლოიდ ოსტინმა უკვე გასცა ბრძანება აშშ-ის არმიის 82-ე საჰაერო-სადესანტო დივიზიის ჯარისკაცების პოლონეთში განთავსების თაობაზე.

ცოტა ხნის წინ ვაშინგტონმა პოლონეთში ხსენებული დივიზიიდან 1700 ჯარისკაცის გაგზავნის თაობაზეც განაცხადა. ამერიკელი სამხედრო მოსამსახურეები პირველი კონტინგენტი ქვეყანაში უკვე ჩავიდა.

პოლონეთში განთავსებულ ამერიკელ ჯარისკაცებს უხელმძღვანელებს გენერალ-მაიორი კრისტოფერ დონაჰიუ, რომელიც მეთაურობდა აშშ–ის ძალებს ავღანეთიდან საბოლოო ევაკუაციის დროს.

გარდა ამისა, აშშ–მა 300 ჯარისკაცი გაგზვნა გერმანიაში. მათი ხელმძღვანელი გენერალ-ლეიტენანტი მაიკლ კურილა არის, რომელიც აშშ-ის ცენტრალური სარდლობის მომავალი მეთაურია.

გარდა ამისა, პენტაგონის ცნობით, 1000 ამერკელი ჯარისკაცი რუმინეთში განლაგდება.

იხილეთ ასევე: აღმოსავლეთ ევროპის რომელ ქვეყნებში აქვთ განთავსებული ნატო–სა და აშშ–ის აღჭურვილობა და ძალები.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S