Accentnews.ge
თეთრი სახლი – უკრაინაში მყოფ ამერიკელებს: "საფრთხე მყისიერია, ქვეყანა 48 საათში უნდა დატოვოთ"

თეთრი სახლი – უკრაინაში მყოფ ამერიკელებს: "საფრთხე მყისიერია, ქვეყანა 48 საათში უნდა დატოვოთ"

11/02/2022 19:17:25 მსოფლიო

თეთრი სახლი უკრაინაში მყოფ აშშ–ის მოქალაქეებს ქვეყნის დაუყოვნებლივ დატოვებისკენ მოუწოდებს.

"ნებისმიერმა ამერიკელმა, რაც შეიძლება მალე და მომდევნო 24-დან 48 საათამდე უნდა დატოვოს უკრაინა. ჩვენ აშკარად ვიწინასწარმეტყველებთ მომავალს. ჩვენ არ ვიცით ზუსტად რა მოხდება, მაგრამ რისკი ახლა საკმაოდ მაღალია და საფრთხე ახლა საკმარისად მყისიერია”– განაცხადა ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველმა ჯეიკ სალივანმა.

მისი თქმით, რუსული აგრესიის შემთხვევაში აშშ–ის მიერ თანამოქალაქეების ევაკუაცია არ იგეგმება:

"თუ დარჩებით, თქვენ იღებთ რისკებს და არ გაქვთ გარანტია იმისა, რომ წასვლის სხვა შესაძლებლობა გექნებათ".

აშშ–ში აცხადებენ, რომ რუსეთი უკტაინაში შესაძლოა, ნებისმიერ დროს, მათ შორის ჩინეთში მიმდინარე ზამთრის ოლიმპიადის პერიოდში შეიჭრას.

შეგახსენებთ, რომ სალივანის პრეს–კონფერენცია მოჰყვა აშშ–ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ონლაინ შევედრას ნატო–ევროკავშირის ლიდერებსა და მოკავშირეებთან.

უკრაინის ირგვლივ ვითარება უკიდურესად დაძაბულია. მისი საზღვრის სიახლოვეს რუსული ძალების თავმოყრა კვლავ გრძელდება. დასავლეთში შიშობენ, რომ რუსეთი უკრაინაზე მორიგი სამხედრო აგრესიისთვის ემზადება. კრემლი ბრალდებას უარყოფს და დესტაბილიზაციაში უკრაინის ხელისუფლებას და მის დასავლელ პარტნიორებს ადანაშაულებს.

რუსეთთან დიალოგის პარალელურად, აშშ და მისი ნატოელი მოკავშირეები ევროპაში აცხადებენ, რომ უკრაინაზე თავდასხმას უმკაცრესი პასუხი მოჰყვება.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S