ნატო საბრძოლო ბატალიონების განთავსებას ალიანსის "სამხრეთ-აღმოსავლეთის ყველა ნაწილში" არ გამორიცხავს
11/02/2022 16:55:39 მსოფლიო
ნატო საბრძოლო ბატალიონების განთავსებას ალიანსის "სამხრეთ-აღმოსავლეთის ყველა ნაწილში" არ გამორცხავს. ამის შესახებ ნატო–ს გენმდივანმა იენს სტოლტენბერგამ რუმინეთში ვიზიტისას განაცხადა.
"ალიანსი აღმოსავლეთ ევროპაში გრძელვადიან ყოფნას განიხილავს, რადგან ის აგრძელებს თავისი ფლანგის გაძლიერებას რეგიონში. ეს მოიცავს საბრძოლო ბატალიონის განთავსებას რუმინეთში, მაგრამ ასევე შესაძლოა, საბრძოლო ბატალიონები განვალაგოთ ალიანსის სამხრეთ-აღმოსავლეთის ყველა ნაწილში", – განაცხადა სტოლტენბერგმა.
მანამდე მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომის თანახმად, ნატო საბრძოლო ბატალიონების განლაგენას სლოვაკეთსა და ბულგარეთშიც გეგმავს.
იხილეთ ასევე: აღმოსავლეთ ევროპის რომელ ქვეყნებში აქვთ განთავსებული ნატო–სა და აშშ–ის აღჭურვილობა და ძალები.
ცნობისთვის: აღმოსავლეთ ევროპაში, კერძოდ ესტონეთში, ლატვიაში, ლიეტუვასა და პოლონეთში ალიანსს 4 მრავალეროვანი ბატალიონი ჰყავს განლაგებული, რომლებიც როტაციის საფუძველზე მოქმედებენ. ესტონეთის ბატალიონს გაერთიანებული სამეფო ხელმძღვანელობს, ლატვიისას – კანადა, ლიეტუვისას – გერმანია და პოლონეთისას – აშშ.
ალიანსმა გასულ თვეში განაცხადა, რომ ბატალიონები "ძლიერი და საბრძოლო მზადყოფნაში მყოფი ძალებია".
გარდა ამისა, ნატო–ს საჰარო წარმოდგენილობა აქვს ესტონეთსა და ლიეტუვაში, სადაც საერთო ჯამში, 22 მოიერიშე თვითმფრინავია განთავსებული.
ამასთან, ნატო–ს რუმინეთში უკვე აქვს მოქმედი რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემა, ხოლო პოლონეთში განთავსებული რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემა მიმდინარე წლის ბოლომდე ამოქმედდება.


