ბლინკენმა რუსეთის მიერ უკრაიანში შეჭრა ჩინეთში მიმდინარე ოლიმპიადის პერიოდში არ გამორიცხა
11/02/2022 11:07:56 მსოფლიო
აშშ არ გამორიცხავს, რომ რუსეთის მიერ უკრაიანში შეჭრა ჩინეთში მიმდინარე ზამთრის ოლიმპიადის პერიოდში განხორციელდეს.
"იმ ვითარებაში ვიმყოფებით, როდესაც უკრაინაში შეჭრა შესაძლოა, ნებისმიერ დროს მოხდეს, მათ შორის – ოლიმპიადის პერიოდშიც", – განაცხადა შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა.
რაც შეეხება პრეზიდენტ ბაიდენის მიერ თანამოქალაქეებისადმი მიმართვას, დატოვონ უკრაინა, ბლინკენმა აღნიშნულის მიზეზად უკრაინის საზღვართან რუსეთის ძალების თავმოყრის გაგრძელება დაასახელა.
"ვხედავთ ესკალაციის ძალიან შემაშფოთებელ ნიშნებს", – დაძინა მან.
ცნობისთვის: უკრაინის ირგვლივ ვითარება უკიდურესად დაძაბულია. მისი საზღვრის სიახლოვეს რუსული ძალების თავმოყრა კვლავ გრძელდება. დასავლეთში შიშობენ, რომ რუსეთი უკრაინაზე მორიგი სამხედრო აგრესიისთვის ემზადება. კრემლი ბრალდებას უარყოფს და დესტაბილიზაციაში უკრაინის ხელისუფლებას და მის დასავლელ პარტნიორებს ადანაშაულებს.


