
თბილისი და ექვსი რეგიონი, სადაც კოვიდ–ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა გამოვლინდა
04/02/2022 06:53:32 საზოგადოება
გასულ დღე–ღამეში ქვეყანაში გამოვლენილი კოვიდ–ინფიცირების 22 263 ახალი შემთხვევიდან ყველაზე მეტი დედაქალაქსა და ექვს რეგიონზე მოდის. კერძოდ:
- თბილისში გამოვლენილია 10 129 შემთხვევა,
- აჭარა – 2 173,
- იმერეთი – 3 357,
- ქვემო ქართლი – 1 340,
- შიდა ქართლი – 1 279,
- გურია – 456,
- სამეგრელო-ზემო სვანეთი – 1 480,
- კახეთი – 1 091,
- მცხეთა-მთიანეთი – 479,
- სამცხე-ჯავახეთი – 376,
- რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 103.
ამ ეტაპზე ქვეყანაში ინფიცირების გამოვლენილი 203 238 აქტიური შემთხვევაა, საიდანაც:
- 5 808 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 2 408, აჭარაში – 778, იმერეთში – 1 214.
- ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 146 პირი, მათ შორის, თბილისში – 464, აჭარაში – 146, იმერეთში – 343.
- ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 271 პირი, მათგან თბილისში – 151, აჭარაში – 45, იმერეთში – 27.
- 1 958 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 1 182 – თბილისში, 565 – აჭარაში.
- 195 472 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
- საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 42 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 41, ხოლო აჭარაში – 1.
ბოლო ორი კვირაა, ქვეყანაში ეპიდვითარება მკვეთრად გაუარესდა. აღნიშნულს ეპიდემიოლოგები კორონავირუსის უფრო გადამდებ შტამს – „ომიკრონს“ უკავშირებენ. თავდაქცვით ეფექტურ საშუალებებად „ბუსტერიზაცია“ და პირბადის აქტიური გამოყენება სახელდება.
სპეციალისტების ვარაუდით, ინფიცირების მაჩვენებელი პიკს თებერვლის შუა რიცხვებისთვის მიაღწევს და შემდეგ იწყებს კლებას.