
საქართველოში კოვიდ–ინფიცირების დღიური ნამატი კვლავ მაღალია
04/02/2022 06:38:05 საზოგადოება
გასული 24 საათის განმავლობაში საქართველოში კოვიდ–ინფიცირების 22 263 შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 15 575 ადამიანი, გარდაიცვალა კიდევ 39 პაციენტი. ჯამში ქვეყანაში ვირუსმა 15 141 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.
გასულ დღე–ღამეში ჩატარდა 73 821 კვლევა ტესტით, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით - 46 355, PCR ტესტით - 27 466.
დადებითობის მაჩვენებელია: დღიური - 30,16%, ბოლო 14 დღის - 25,24%, ბოლო 7 დღის - 27,87%.
სულ აცრილია 2 742 134 ადამიანი, დღიურად აცრილია - 4 959.
ბოლო ორი კვირაა, ქვეყანაში ეპიდვითარება მკვეთრად გაუარესდა. აღნიშნულს ეპიდემიოლოგები კორონავირუსის უფრო გადამდებ შტამს – „ომიკრონს“ უკავშირებენ. თავდაქცვით ეფექტურ საშუალებებად „ბუსტერიზაცია“ და პირბადის აქტიური გამოყენება სახელდება.
სპეციალისტების ვარაუდით, ინფიცირების მაჩვენებელი პიკს თებერვლის შუა რიცხვებისთვის მიაღწევს და შემდეგ იწყებს კლებას.