
საქართველოში კოვიდ–ინფიცირების და ლეტალობის მაჩვენებელი კვლავ მაღალია
03/02/2022 06:38:57 საზოგადოება
საქართველოში გასული 24 საათის განმავლობაში კოვიდ–ინფიცირების 23 664 შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 8 326 ადამიანი, გარდაიცვალა კიდევ 42 პაციენტი. ჯამში საქართველოში ვირუსმა 15 102 ადამიანი იმსხვერპლა.
გასულ დღე–ღამეში ჩატარდა 77 584 კვლევა ტესტით, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით - 47 972, PCR ტესტით - 29 612.
დადებითობის მაჩვენებელია: დღიური - 30,05%, ბოლო 14 დღის - 24,27%, ბოლო 7 დღის - 27,36%.
სულ აცრილია 2 736 590 ადამიანი, დღიურად აცრილია - 5 411.
იხილეთ ასევე: თბილისი და ხუთი რეგიონი, სადაც კოვიდ–ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა გამოვლინდა
ბოლო ორი კვირაა, ქვეყანაში ეპიდვითარება მკვეთრად გაუარესდა. აღნიშნულს ეპიდემიოლოგები კორონავირუსის უფრო გადამდებ შტამს – „ომიკრონს“ უკავშირებენ. თავდაქცვით ეფექტურ საშუალებებად სახელდება „ბუსტერიზაცია“ და პირბადის აქტიური გამოყენება.
საკოორდინაციო საბჭომ "მწმავე პასპორტების" ანულირების გადაწყვეტილება მიიღო.
სპეციალისტების ვარაუდით, ინფიცირების მაჩვენებელი პიკს თებერვლის შუა რიცხვებისთვის მიაღწევს და შემდეგ იწყებს კლებას.
იხილეთ ასევე: ეპიდვითარება საქართველოში: "თებერვლის პირველი 10 დღის განმავლობაში ყველაზე მაღალი მაჩვენებელი იქნება"