Accentnews.ge
ეპიდვითარება საქართველოში: "თებერვლის პირველი 10 დღის განმავლობაში ყველაზე მაღალი მაჩვენებელი იქნება"

ეპიდვითარება საქართველოში: "თებერვლის პირველი 10 დღის განმავლობაში ყველაზე მაღალი მაჩვენებელი იქნება"

02/02/2022 08:27:26 საზოგადოება

იანვრის მეორე ნახევრიდან საქართველოში ეპიდვითარება მკვეთრად გაუარესდა. გასული დღე–ღამის განმავლობაში ახალ პიკს მიაღწია კოვიდ–ინფიცირების გამოვლენილი შემთხვევების რაოდენობამ. კერძოდ, აღირიცხა 26 000-ზე მეტი ინფიცირებული. აღნიშნულს ეპიდემიოლოგები კორონავირუსის უფრო გადამდებ შტამს – „ომიკრონს“ უკავშირებენ. ინფიცირების ახალი შემთხვევების თითქმის 99% სწორედ რომ „ომიკრონია“. შესაბამისად, იზრდება კრლინიკური სექტორის დატვირთვა. კერძოდ:

  • სადღეისოდ ქვეყანაში ვირუსის 181 293 აქტიური შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 5 522 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, ხოლო 173 730 – საცხოვრებელ ბინაზე.
  • მძიმეა 1 062 პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა,
  • ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 263 პირი.

როგორც სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები პროგნოზირებენ, ინფიცირების შემთხვევების მატება კიდევ ორი კვირის განმავლობაში გაგრძელდება და თებერვლის მეორე ნახევრიდან კლებას დაიწყებს.

"7-10 დღის განმავლობაში მიაღწევს საქართველო მაქსიმუმს და შემდეგ დაიწყება შემთხვევების კლება. ძალიან ხანმოკლეა "ომიკრონით" გამოწვეული მთლიანი ტალღა - აღმავალი მრუდი პიკი და შემდეგ შემცირება, ამიტომ ვამბობთ, რომ თებერვლის პირველი 10 დღე ან კვირა იქნება გამონაკლისი და იქნება ყველაზე მაღალი მაჩვენებელი.

სავარაუდოდ, "ომიკრონი" საქართველოში დომინანტური ვირუსია და ყველა შემთხვევა შეიძლება, ჩაითვალოს როგორც "ომიკრონით" განპირობებული. 15% არის ბავშვების ინფიცირების მაჩვენებელი. 10 ათასი ინფიცირებულის შემთხვევაში, საქართველოში ნიშნავს, რომ 1500 ბავშვია ყოველდღე ინფიცირებული. როცა ამაზე ორჯერ და სამჯერ მაღალი მაჩვენებელი გვაქვს, გამოდის, რომ ყოველდღიურად, 3-4 ათასი ბავშვი ინფიცირდება საქართველოში," - ამბობს იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი ივანე ჩხაიძე.

სპეციალისტები მოქალაქეებს სიფრთხილისკენ მოუწოდებენ, რადგან, მიუხედავად იმისა, რომ „ომიკრონს“ მსუბუქი მიმდინარეობა ახასიათებს, ის მაინც საყურადღებოა: რიგ შემთხვევებში აღინიშნება გართულებები, ლეტალური გამოსავლებიც. ამაქსთან, ჯერ კიდევ უცნობია, რა კვალს ტოვებს "ომიკრონი" ცენტრალურ ნევულ სისტემაზე და რა გართულებები გამოვლინდება ინფიცირებიდან ორი თვის შემდეგ.

შექმნილ ვითარებაში მთავარ გამოსავლად „ბუსტერიზაცია“ და პირბადის აქტიური, სათანადო გამოყენება სახელდება.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S