Accentnews.ge
"თელმიკო" განმარტავს, რატომ მიიღეს მოქალაქეებმა დენის მაღალი გადასახადი

"თელმიკო" განმარტავს, რატომ მიიღეს მოქალაქეებმა დენის მაღალი გადასახადი

01/02/2022 16:27:18 საზოგადოება

ერთთვიანი მღელვარების შემდეგ, კომპანია „თელმიკო“ განმარტავს, რატომ მიიღო მოქალაქეებს ნაწილმა ელექტროენერგიის მაღალი გადასახადი და ამბობს, რომ ეს დეპოზიტის დარიცხვის გამო მოხდა, თუმცა ახლა დეპოზიტის დარიცხვა შეჩერებულია.

დეპოზიტზე თანხის დარიცხვა გულისხმობს: კანონის თანახმად, თუ ყოველი 12–თვიანი პერიოდის განმავლობაში მომხმარებელმა სამჯერ ან მეტჯერ გადააცილა გადახდის ვადას, ან თუ მომსახურების საფასურის გადაუხდელობისათვის ელექტროენერგია არ მიეწოდებოდა 5-თვიანი ან მეტი უწყვეტი პერიოდის განმავლობაში, ელექტროენერგიის მიმწოდებელი უფლებამოსილია, მოსთხოვოს მას დეპოზიტზე თანხის შეტანა.

​„თელმიკოში“ აცხადებენ, რომ დეპოზიტების დარიცხვა მოხდა საცალო ბაზრის წესების შესაბამისად და მხოლოდ იმ მომხმარებელზე, რომელიც სისტემატიურად არღვევს ელექტროენერგიის გადახდის ვადებს.

"თუმცა, სოციალური მდგომარეობიდან გამომდინარე და ასევე მომხმარებლების მხრიდან სემეკში მიმართვების გათვალისწინებით, კომპანია თელმიკო აუქმებს დეპოზიტის დარიცხვას ყველა საყოფაცხოვრებო მომხმარებლისთვის.

გვსურს აღვნიშნოთ, რომ თელმიკოს არც აქამდე, და არც მოცემულ მომენტში, აღნიშნული სადეპოზიტო დარიცხვა არ განუხოციელებია, იმ სოციალურად დაუცველ და მრავალშვილიან ოჯახებზე, რომლის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტაცია, მოწოდებული აქვს კომპანიას მომხმარებლის მხრიდან.

ჩვენ ყოველთვის გაგებით ვეკიდებით ჩვენი მომხმარებლების მოთხოვნებს და ამიტომ, შემდგომში ანალოგიური ვითარების თავიდან აცილების მიზნით, მივმართავთ მომხმარებელს თხოვნით, არ დაარღვიონ ელექტროენერგიის გადახდის ვადები.

დამატებითი ინფორმაციისთვის, მომხმარებელს შეუძლია მიმართოს კომპანია „თელმიკოს“ ქოლ ცენტრს, ნომერზე +995 32 5 000 777 ან მოკლე ნომერზე 16 700, მოგვწეროს პირადი შეტყობინება ფეისბუქში ან ელექტრონულ მისამართზე info@telmico.ge".- წერია განცხადებაში.

ცნობისთვის: იანვრის პირველი რიცხვებიდან თბილისის მოსახლეობის ნაწილი წერდა, რომ რამდენიმედღიანი შუალედით ორ ქვითარი მიიღეს დენისა და წყლის დავალიანების შესახებ. იმის გამო, რომ მათ დავალიანების დროის მოკლე პერიოდში ორჯერ დაფარვა უწევდათ, უკმაყოფილებას გამოთქვამდნენ.

იხილეთ ასევე: სემეკი განმარტავს, რა უნდა ქნას GWP-ისა და თელმიკოს აბონენტმა, ვინც ორი ქვითარი მიიღო

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S