Accentnews.ge
სემეკი განმარტავს, რა უნდა ქნას GWP-ისა და თელმიკოს აბონენტმა, ვინც ორი ქვითარი მიიღო

სემეკი განმარტავს, რა უნდა ქნას GWP-ისა და თელმიკოს აბონენტმა, ვინც ორი ქვითარი მიიღო

06/01/2022 14:43:01 საზოგადოება

ენერგეტიკისა მარეგულირებელი კომისიის წევრი გიორგი ფანგანი ამბობს, რომ იმ მოქალაქეებს, რომლებმაც თბილისში დროის მოკლე პერიოდში ორი ქვითარი მიიღეს, დავალიანების დასაფარად დრო მიეცემათ.

მისი თქმით, თვის ბოლომდე დავალიანების არსებობის შემთხვევაში კი, მათ მომსახურება არ შეუწყდებათ.

"შეიცვალა აღრიცხვის სისტემა. ეს ახალი სისტემა რომ ძალაში შესულიყო, ზოგიერთმა ჩვენმა მოქალაქემ მიიღო ორი ქვითარი, თუმცა არ შეცვლილა გადასახადის ოდენობა... დღეს ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება "თელმიკოსთან" და GWP-სთან ერთად, რომ ყველა ეს მომხმარებელი, ვინც მიიღო ორი ქვითარი (წლის ბოლოს და წლის დასაწყისში), თუ ვერ გადაიხდიან ან არ გადაიხდიან შესაბამის საფასურს, არ გაითიშებიან ქსელიდან... მომავალი თვიდან ყველაფერი გასწორდება...

შეიძლება ქვითარში მითითებული იყოს 15 ან 16 იანვარი, მაგრამ გადაუხდელობის შემთვევაში, არ გაითიშებიან 25 იანვარსაც კი", - ამბობს გიორგი ფანგანი.

მისივე თქმით, იმ მოქალაქეებს, რომლებსაც უკმაყოფილება მაინც ექნებათ კომპანიების მუშაობასთან დაკავშირებით შეუძლიათ კომისიას წერილობით მიმართონ.

ბოლო რამდენიმე კვირაა თბილისის მოსახლეობის ნაწილი წერდა, რომ რამდენიმედღიანი შუალედით ორ ქვითარი მიიღეს დენისა და წყლის დავალიანების შესახებ. იმის გამო, რომ მათ დავალიანების დროის მოკლე პერიოდში ორჯერ დაფარვა უწევდათ, უკმაყოფილებას გამოთქვამდნენ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S