Accentnews.ge
„დროა, ყველა პარტია გაერთიანდეს და იმუშაოს საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციიდან გადახვევის მცდელობების წინააღმდეგ“

„დროა, ყველა პარტია გაერთიანდეს და იმუშაოს საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციიდან გადახვევის მცდელობების წინააღმდეგ“

01/02/2022 13:26:49 პოლიტიკა

აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის (EPRC) მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაზე რუსეთიდან მომდინარე საფრთხეზე და მის წინააღმდეგ, მათ შორის ქართული პოლიტიკური სპექტრის გაერთიანებაზე ისაუბრა.

ელჩმა გაიმაორა აშშ–ის ოფციალური პოზიცია, რომ კრიზისი შექმნა რუსეთმა და საერთაშორისო უსაფრთხოების პრინციპებს უქმნის საფრთხეს.

დეგნანმა აღნიშნა, რომ დროა, ყველა პოლიტიკური პარტიაგაერთიანდეს და იმუშაონ რუსეთის აგრესიის, მძლავრი დეზინფორმაციისა და საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციიდან გადახვევის მცდელობების წინააღმდეგ.

„რუსეთიდან მომდინარე საფრთხის ფონზე შავი ზღვის რეგიონის ქვეყნებსა და ნატო-ს მოკავშირეებს შორის კოორდინაციისა და თანამშრომლობის უზრუნველყოფა უმნიშვნელოვანესია რუსული აგრესიისთვის წინააღმდეგობის გასაწევად და ევროპული და საერთაშორისო უსაფრთხოების პრინციპების შესანარჩუნებლად, რომლებიც იყო ქვაკუთხედი სტაბილურობისა და ეკონომიკური ზრდის ათწლეულების განმავლობაში. ეს არის რუსეთის მიერ შექმნილი კრიზისი, რომელიც ამ მნიშვნელოვან მიღწევებს რისკის ქვეშ აყენებს.

საქართველოში ახლა დროა, რომ ყველა პოლიტიკური პარტია, მათ შორის მმართველი პარტია და ოპოზიცია გაერთიანდნენ და იმუშაონ რუსეთის აგრესიის, მძლავრი დეზინფორმაციისა და საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციიდან გადახვევის მცდელობების წინააღმდეგ. ეს გზა ქართველმა ხალხმა აირჩია და ყველა გამოკითხვა აჩვენებს, რომ ეს არის მიმართულება, საითაც სურს წასვლა ქვეყანას. აშშ მზადაა, გააგრძელოს საქართველოს მხარდაჭერა ამ გზაზე“,– განაცხადა ელჩმა.

მისი თქმით, კიდევ მეტია სამუშაო – საქართველომ დემოკრატიული მიღწევების კიდევ უფრო კონსოლიდირება უნდა მოახდინოს, ემზადება რა ნატო-სა და ევროკავშირის მომავალი წევრობისთვის.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S