
რა შემთხვევაში დგას კოვიდ–ინფიცირებული ბავშვის ჰოსპიტალიზაციის საჭიროება
31/01/2022 11:51:05 საზოგადოება
ჯანდაცვის სამინისტროს 18 წლამდე კოვიდ-ინფიცირებული პაციენტების მართვის გაიდლაინში განსაზღვრულია ჰოსპიტალიზაციის კრიტერიუმები. კერძოდ, ინფიცირებულ ბავშვებში მაღალ რისკად ითვლება ქვემოთ ჩამოთვლილთაგან ერთის არსებობაც კი:
- 1 წელზე პატარა ასაკი;
- დადასტურებული პნევმონია;
- მუდმივი მაღალი ტემპერატურა 3-5 დღის განმავლობაში;
- დაავადების ხანგრძლივობა 1 კვირაზე მეტია და არ არის გაუმჯობესება ან გამწვავება პროგრესირებს;
- არტერიული ჟანგბადის გაჯერების მაჩვენებელი ოთახის ჰაერზე 92%–ზე ნაკლებია;
- სუნთქვის უკმარისობა;
- თანმხლები ქრონიკული მდგომარეობა (ფილტვების ქრონიკული დაავადება (ზომიერი ან მძიმე ასთმა); გულსისხლძარღვთა დაავადებები; თირკმელების ქრონიკული დაავადება; ღვიძლის ქრონიკული დაავადება; ნერვ-კუნთოვანი დაავადება; ენდოკრინული დარღვევები (მაგ., შაქრიანი დიაბეტი); მეტაბოლური დარღვევები);
- იმუნოსუპრესიული პაციენტი (კიბო, ქიმიოთერაპია, სხივური თერაპია, ორგანოს გადანერგვას, იმუნომოდულაცია და გლუკოკორტიკოიდების მაღალი დოზა);
- მულტისისტემური ანთებითი სინდრომის და კავასაკის დაავადების მსგავსი კლინიკური მახასიათებლების პაციენტი;
- მძიმე სიმსუქნე (სხეულის მასის ინდექსი ≥120% 95-ე პერცენტილზე);
- გასტროენტერიტის სურათი ზომიერი ან მძიმე დეჰიდრატაციით.
იხილეთ ასევე: "დამძიმება უნდა შეაფასოთ შემდეგნაირად" – ცერცვაძის რეკომენდაციები