პრაისი: "თუ რუსეთი უკრაინაში შეიჭრება, აშშ იმუშავებს გერმანიასთან, რათა „ჩრდილოეთის ნაკადი 2“ წინ ვეღარ წავიდეს"
27/01/2022 06:08:48 მსოფლიო
რუსეთი თუ უკრაინაში შეიჭრება, აშშ იმუშავებს გერმანიასთან, რათა უზრუნველყოს, რომ „ჩრდილოეთ ნაკადი 2“-ის პროექტი წინ ვეღარ წავიდეს, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, ნედ პრაისმა განაცხადა. ინფორმაციას „დოიჩე ველე“ ავრცელებს.
„დეტალებში არ შევალ. ჩვენ ვიმუშავებთ გერმანიასთან, რათა უზრუნველვყოთ, რომ ის წინ არ წავიდეს“, – განაცხადა პრაისმა, თუმცა არ დაუზუსტებია, თანახმაა თუ არა გერმანია ამ ნაბიჯზე.
ნედ პრაისმა აღნიშნა, რომ ამ მილსადენით გაზის მიწოდება ჯერჯერობით არ ხორციელდება.
იხილეთ ასევე: ბაიდენი კატარის ლიდერს ევროპის ენერგორესურსებით მომარაგების საკითხზე სასაუბროდ შეხვდება
გაზსადენი ბალტიის ზღვის გავლით მიაწვდის ბუნებრივ აირს პირდაპირ გერმანიას და ევროკავშირს, უკრაინისთვის გვერდის ავლით.
გაზსადენის მშენებლობა უკვე დასრულებულია, მაგრამ ის არ არის სერტიფიცირებული.


