Accentnews.ge
ბაიდენი კატარის ლიდერს ევროპის ენერგორესურსებით მომარაგების საკითხზე სასაუბროდ შეხვდება

ბაიდენი კატარის ლიდერს ევროპის ენერგორესურსებით მომარაგების საკითხზე სასაუბროდ შეხვდება

26/01/2022 12:28:46 მსოფლიო

აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი 26 იანვარს თეთრ სახლში შეხვდება კატარის ლიდერს.

თეთრი სახლის პრესმდივანმა ჯენ საკიმ განაცხადა, რომ ბაიდენი და შეიხი ტამიმ ბინ ჰამად ალ-თანი ისაუბრებენ ახლო აღმოსავლეთის უსაფრთხოებაზე, გლობალური ენერგორესურსების სტაბილურობის დაცვასა და ვითარებაზე ავღანეთში, სადაც ჰუმანიტარული მდგომარეობა სერიოზულად გაუარესდა მას შემდეგ, რაც აშშ-მა დატოვა ქვეყანა და ხელისუფლების სათავეში თალიბანი მოვიდა.

კატარი გათხევადებული გაზის ერთ-ერთი მთავარი მწარმოებელია მსოფლიოში და, აშშ-ის აზრით, ის არის იმ ქვეყნებს შორის, რომლებსაც შეუძლიათ, დაეხმარონ ევროპას.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S