
პირი, რომელსაც ტესტირება არ გაუვლია, თუმცა ექიმი მეთვალყურეობს, "კოვიდ ბარათს" მიიღებს
25/01/2022 09:27:18 საზოგადოება
პირი, რომელსაც კორონავირუსზე ტესტირება არ გაუვლია, თუმცა სიმპტომებიდან გამომდინარე ოჯახის ექიმი მეთვალყურეობს, კოვიდ–გადატანილად ჩაითვლება, შესაბამისად, "კოვიდ ბარათსაც" მიიღებს.
საკოორდინაციო საბჭოს შემდეგ გამართულ ბრიფინგზე ამირან გამყრელიძემ განაცხადა, რომ შესაბამისი ნორმატიული აქტი სამინისტრომ დაუშვა:
"სამინისტრომ დაუშვა შესაბამისი ნორმატიული აქტი - თუ პირი არ არის გატესტილი, მაგრამ ჰქონდა სიმპტომები და ის დაუკავშირდა 112-ს, ასევე ჰქონდა ოჯახის ექიმთან კონტაქტი, ოჯახის ექიმი მას მეთვალყურეობდა გარკვეული პერიოდის განმავლობაში, ისინი შესაბამისად აისახებიან მერე ბაზაში "მწვანე პასპორტისთვის" ან მოგზაურობისთვის", - აცხადებს გამყრელიძე.
მოგვიანებით გამყრელიძემ საკუთარი განცხადება განმარტა:
„ჩემი განცხადება თავიდანვე იმით დავიწყე, რომ ეყრდნობოდა დაურეგისტრირებელ ხალხს. ვთქვი, რომ არსებობს ჯანდაცვის სამინისტროს ნორმატიული აქტი. ადამიანი, რომელსაც ჩატარებული აქვს ტესტი და არ იძებნება პორტალზე მისი ლაბორატორიული კვლევის შედეგი, როგორ უნდა მოიქცეს, რომ დარეგისტრირდეს. განვმარტე, როგორ იქცევა პირი, რომელიც 112-ში იყო დარეგისტრირებული, ან იმყოფებოდა აღრიცხვაზე ონლაინკლინიკაში, ან საავადმყოფოში. დანარჩენი წერია მინისტრის ბრძანებაში“.
იხილეთ ასევე: