Accentnews.ge
„ისე ცირკულირებს „ომიკრონი“, რომ ტესტირება აუცილებელი არ გახლავთ“

„ისე ცირკულირებს „ომიკრონი“, რომ ტესტირება აუცილებელი არ გახლავთ“

25/01/2022 09:18:35 საზოგადოება

საკოორდინაციო საბჭოზე შევედით წინადადებით, რომ პირველი თებერვლიდან დროებით შეჩერდეს უსიმპტომო პირების ე.წ. სისტემური ტესტირება, გარდა სამედიცინო პერსონალისა, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ განაცხადა.

„ამ ეტაპზე უსიმპტომო ადამიანების ტესტირებას და კონტაქტებს არავითარი მნიშვნელობა არ აქვს. მინდა, მოსახლეობას ვთხოვო, ნუ გადავტვირთავთ ლაბორატორიებს. იცით, როგორი რიგებია. აქედან გამომდინარე, თუ უსიმპტომო ადამიანი არის კონტაქტირებული, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის „ფეისბუქგვერდზე“ ​დიაგრამის სტილში ძალიან კარგად არის წარმოდგენილი, რა უნდა გააკეთოთ. რვა დღე უნდა იყოთ სახლში.

იხილეთ ასევე: როგორ უნდა მოვიქცეთ, თუ კოვიდ–ინფიცირებულთან გვქონდა კონტაქტი – NCDC-ს ინსტრუქცია

საკოორდინაციო საბჭოზე დღეს შევედით წინადადებით, რომ პირველი თებერვლიდან, დროებით, გარკვეული პერიოდით შევაჩეროთ უსიმპტომო პირების ე.წ. სისტემური ტესტირება, გარდა სამედიცინო პერსონალისა, რადგან ძირითადად გადავერთოთ მხოლოდ სიმპტომებიან ადამიანებზე. სიმპტომებიანი ადამიანები სასურველია გაიტესტონ. დადასტურდეს, რომ არის ინფექცია და შესაბამისად, შემდეგ იმოქმედონ იმ ალგორითმით, რომელიც დღეს დადგენილია“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

მისივე თქმით, „ომიკრონი“ ქვეყანაში ისე ცირკულირებს, რომ აუცილებელი აღარ არის, სიმპტომიანი ადამიანი გაიტესტოს,სიმპტომების შემთხვევაში, მოქალაქე იზოლაციაში უნდა გადავიდეს:

„იქ, სადაც სავალდებულო უსიმპტომო ადამიანებს ვტესტავდით, საბჭოზე წარდგენილი დღევანდელი ერთ-ერთი წინადადებაა, რომ პირველი თებერვლიდან შევაჩეროთ და იყოს მხოლოდ სიმპტომებიანი ადამიანების ტესტირება როგორც სწრაფი, ისე პისიარ ტესტებით. ადამიანებს თუ აქვთ სიმპტომები, ისე ცირკულირებს უკვე „ომიკრონი“, რომ არავითარი ტესტირება აუცილებელი არ გახლავთ, სასურველია, რომ პირები, სიმპტომების შემთხვევაში, გადავიდნენ პირდაპირ იზოლაციაში“.

იხილეთ ასევე: პირი, რომელსაც ტესტირება არ გაუვლია, თუმცა ექიმი მეთვალყურეობს, "კოვიდ ბარათს" მიიღებს

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S