Accentnews.ge
ჯანმო: "ნარატივი, რომ "ომიკრონი" მსუბუქი დაავადებაა, შეცდომაში შემყვანია!"

ჯანმო: "ნარატივი, რომ "ომიკრონი" მსუბუქი დაავადებაა, შეცდომაში შემყვანია!"

19/01/2022 10:49:37 საზოგადოება

COVID-19-ის პანდემია "დასრულებასთან ახლოსაც არ არის", – აცხადებს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ხელმძღვანელი ტედროს ადჰანომ ღებრეისუსი.

ის გამოეხმაურა შეფასებებს იმის შესახებ, რომ „ომიკრონი“ ნაკლებ საფრთხეს წარმოადგენს, რადგან ინფიცირების შემთხვევაში ავადობა შედარებით მსუბუქად მიმდინარეობს:

"საშუალოდ, ომიკრონი შესაძლოა, ნაკლებად მძიმე იყოს, მაგრამ ნარატივი, რომ ის მსუბუქი დაავადებაა, შეცდომაში შემყვანია: არ შეგეშალოთ: ომიკრონი იწვევს ჰოსპიტალიზაციას და სიკვდილს, და ნაკლებად მძიმე შემთხვევებიც იწვევს ჯანდაცვის სამსახურების გადატვირთვას!" - განაცხადა WHO-ს ხელმძღვანელმა.

შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის უფრო გადამდები ვარიანი „ომიკრონი“ მსოფლიოს მასშტაბით ინფიცირების სარეკორდოდ მაღალი მაჩვენებლების მიზეზი გახდა. „ომიკრონი“ ცირკულირებს საქართველოშიც: მეორე დღეა, ქვეყანაში კოვიდ–ინფიცირებულთა დღიური ნამატი ანტირეკორდს ამყარებს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S