Accentnews.ge
საქართველოში მეორე დღეა, კოვიდ–ინფიცირებულთა დღიური ნამატი ანტირეკორდს ამყარებს

საქართველოში მეორე დღეა, კოვიდ–ინფიცირებულთა დღიური ნამატი ანტირეკორდს ამყარებს

19/01/2022 06:41:52 საზოგადოება

საქართველოში მორიგ ანტირეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია კოვიდ–ინფიცირების დღიურმა ნამატმა. კერძოდ. ოფიციალური მონაცემებით, ბოლო 24 საათში კოვიდი დაუდასტურდა 8 728 პირს, 8 545 პაციენტი გამოჯანმრთელდა, კორონავირუსით 43 პაციენტი გარდაიცვალა. ქვეყანაში ვირუსით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 14 555-ს შეადგენს.

ბოლო 24 საათში ჩატარდა 63 605 კვლევა ტესტით, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით - 33 350, PCR ტესტით - 30 255.

დადებითობის მაჩვენებელია: დღიური - 13,72%, ბოლო 14 დღის - 10,44%, ბოლო 7 დღის - 10,93%.

ჯამში აცრილია 2 632 527ადამიანი, დღიურად აცრილია - 9 340.

18 იანვარს საქართველოში კორონავირუსის 7 521 შემთხვევა გამოვლინდა, 3 160 პაციენტი გამოჯანმღთელდა, 31 კი გარდაიცვალა.

იხილეთ ასევე: თბილისი და ექვსი რეგიონი, სადაც კოვიდ–ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა გამოვლინდა

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S