
თბილისი და ექვსი რეგიონი, სადაც კოვიდ–ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა გამოვლინდა
19/01/2022 06:50:13 საზოგადოება
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 8 728 ახალი შემთხვევიდან ყველაზე მეტი დედაქალაქსა და ექვს რეგიონზე მოდის. კერძოდ:
- თბილისში გამოვლენილია 4 797 შემთხვევა,
- აჭარა – 1 184,
- იმერეთი – 859,
- ქვემო ქართლი – 302,
- შიდა ქართლი – 429,
- გურია – 186,
- სამეგრელო – ზემო სვანეთი – 289,
- კახეთი -339,
- მცხეთა-მთიანეთი – 176,
- სამცხე-ჯავახეთი – 138,
- რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი -29.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 57 799 საიდანაც:
4 386 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 1 858, აჭარაში – 596, იმერეთში – 812.
ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 000 პირი, მათ შორის, თბილისში – 424, აჭარაში – 131, იმერეთში – 254.
ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 280 პირი, მათგან თბილისში – 161, აჭარაში – 45, იმერეთში – 21.
1 896 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 1 112 – თბილისში, 562- აჭარაში.
51 517 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 43 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 37, ხოლო აჭარაში – 6.
სულ 2020 წლის 6 ოქტომბრიდან – მ/წ 18 იანვრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია – 25 299 პირი.