Accentnews.ge
კონსილიუმის წევრი: "ციხეში სააკაშვილის რეაბილიტაციის მცდელობაც არ ყოფილა"

კონსილიუმის წევრი: "ციხეში სააკაშვილის რეაბილიტაციის მცდელობაც არ ყოფილა"

19/01/2022 08:36:30 საზოგადოება

საქართველოს სახალხო დამცველის მიერ შექმნილი კონსილიუმის წევრი, ანესთეზიოლოგ-რეანიმატოლოგი გიორგი გრიგოლია ამბობს, რომ რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში შეუძლებელია მიხეილ სააკაშვილის ფსიქონერვოლოგიური თერაპია. ამის შესახებ მან კონსილიუმის დასკვნის საზოგადოებისთვის გაცნობის შემდეგ ისაუბრა.

"დარჩება ამ დონეზე თუ გაღრმავდება დეპრესია და ფსიქონერვოლოგიური აშლილობა, ძნელი სათქმელია. თუ ძირითად ის, რაც იწვევს ამას, მოხსნილი არ არის, სავარაუდოდ, უნდა ვიფიქროთ, რომ ან არ გაღრმავდება ან ან გაღრმავდება.

ჩემი პირადი აზრია, რომ მისი ფსიქონერვლოგიური თერაპიული რეაბილიტაცია გორის საავადმყოფოში უფრო შესაძლებელი იყო, მაგრამ რატომღაც ეს არ იყო გათვალისწინებული. ახლაც შესაძლებელია, მაგრამ ნაკლებად რეალურია, რომ ეს ყველაფერი მოხდეს პენიტენციურ დაწესებულებაში... მე ცოტა არ მჯერა, რომ სრულყოფილი რეაბილიტაცია შესაძლებელია იქ, სადაც ის იმყოფება. მაგრამ, ყოველ შემთხვევაში, მცდელობაც არ ყოფილა ამის", - განაცხადა კონსილიუმის წევრმა.

კონსილიუმის კიდევ ერთი წევრის თენგიზ წულაძის განცხადებით, სააკაშვილთან 11 იანვარს განხორცილებეული უკანასკნელი ვიზიტის საფუძველზე შეიძლება, ითქვას, რომ პაციენტის მდგომაროება რჩება საყურადღებო.

"კვლავ რჩება ნერვოლოგიური სიმპტომატიკა, არ გაუმჯობელებული 12 დეკემბრის ვიზიტის შემდგომ. დაახლოებით ერთი და იგივე დონეზე დგას. გამოხატუალი პოლინეიროპათიის სიმპტრტომატიკა, მხედველობითი სიმპტომატიკა, წინასწორობის დარღვევა, სისუსტე. რჩება ანემია, თუმცა ეს მანამდეც იყო და პოსტტრავმული სტრესული აშლილობა და დეპრესია, რომელიც არ შეფასებულა ბოლო ვიზიტზე, მართალია, მაგრამ ვიხელმძღვანელეთ 12 დეკემბრის დიაგნოზით და პაციენტი დაახლოებით იგივე მდგომაროებითაა ახლაც“,- განაცახდა თენგიზ წულაძემ.

მისი თქმით, საჭიროა მედიკამენტოზული მკურნალობის გარდა ჩაერთოს ფსიქოლოგიური და ფიზიკური რეაბილიტაცია, რაც მისი თქმით, „საპატიმროს პირობებში ნაკლებად რეალისტურია“. თუმცა, არა შეუძლებელი და უნდა იყოს ნაცადი. მისი თქმით, თუ არ ჩატარდა ფსიქოლოგიური რეაბილიტაცია, შესაძლოა გაღრმავდეს დეპრესიაც და პოსტტრავმული სტრესული აშლილობაც. წულაძის განმარტებით, დეპრესია ზრდის სხვადასხვა ავადობას, ასევე სუიციდალურ ფიქრებსაც. თუმცა შესაძლოა ის არც გაღრმავდეს.

„ფსიქოთერაპია და ფიზიკური რეაბილიტაცია, ვფიქრობთ ხელს შეუწყობს მისი ადეკვატური კვების რეჟიმის აღდგენასაც და დამატებითი კვლევის თვალსაზრისით მიგვაჩნია მაგნიტო-რეზონანსული ტომოგრამა უნდა იქნას ჩატარებული. ადრეს იყო გაჟღერებული ეს საკითხი, იგეგმება, მართალია, მაგრამ ჯერ არ ჩატარებულა. ხოლო ნევროლოგიური თვალსაზრისით, საჭიროა მონიტორირება ნევროლოგის მიერ და იმ შემთხვევაში თუ მოხდება დაავადების პროგრესიბა, შესაბამისი კვლევების ჩატარება სიმპტომატიკის მიხედვით “, - განაცახდა თენგიზ წულაძემ.

მისი თქმით, ჩამოთვლილი მკურნალობა შესაძლებელია, საქართველოშიც ჩატარდეს და შესაბამისად საზღვარგარეთ მკურნალობის საკითხი არ განუხილავთ.

ამასთან წულაძის განმარტებით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის ამჟამინდელი მდგომარეობა სასჯელაღსრულების დაწესებულებამ გამოიწვია.

საქართველოს სახალხო დამცველის მიერ შექმნილმა კონსილიუმმა, რომელიც პატიმრობაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტის მკურნალობის მეთოდებსა და ჯანმრთელობის მდგომარეობას სწავლობდა, დღეს, 19 იანვარს მესამე დასკვნა გამოაქვეყნა. სახალხო დამცველი აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილის მკურნალობის მიდგომები არსებითად არ იცვლება.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S