Accentnews.ge
კონსილიუმი: "სააკაშვილის მკურნალობის მიდგომები არსებითად არ იცვლება"

კონსილიუმი: "სააკაშვილის მკურნალობის მიდგომები არსებითად არ იცვლება"

19/01/2022 08:32:11 საზოგადოება

საქართველოს სახალხო დამცველის მიერ შექმნილმა კონსილიუმი, რომელიც პატიმრობაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტის მკურნალობის მეთოდებსა და ჯანმრთელობის მდგომარეობას სწავლობდა, აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილის მკურნალობის მიდგომები არსებითად არ იცვლება. სწორედ ამ მიზეზით, როგორც ომბუდსმენმა ნინო ლომჯარიამ თქვა, დასკვნა არის ერთგვარი შემაჯამებელი დოკუმენტი.

"ჩვენ დავინახეთ ამ სამი ვიზიტის განმავლობაში, რომ არსებითი ცვლილებები მკურნალობის მეთოდოლოგიის თვალსაზრისით არ განხორციელებულა. ძირითადად პაციენტი იმყოფება მედიკამენტოზურ მკურნალობაზე, თუმცა კვლავ შეუსრულებელია ჩვენ მიერ გაცემული რეკომენდაციები ფსიქოლოგიური და ფიზიკური რეაბილიტაციის საჭიროებაზე, რომელიც გავეცით ჯერ კიდევ ნოემბრის ბოლოს.

თუ არსებითად არ შეიცვალა ვითარება, როგორც მკურნალობის მეთოდებთან, ასევე პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის თვალსაზრისით, რა თქმა უნდა, ჩვენ არ ვაპირებთ დამატებით განვახორციელოთ ვიზიტი, ვინაიდან სამმა ვიზიტმა დაგვანახა, რომ მკურნალობის მიდგომების თვალსაზრისით არსებითი ცვლილებები არ არის. ამიტომ შეგიძლიათ ჩათვალოთ, რომ ეს ანგარიში, შეფასებები და რეკომენდაციები იქნება შემაჯამებელი პაციენტის მდგომარეობის და აუცილებელი სამედიცინო დახმარების შესახებ", - განაცხადა სახალხო დამცველმა.

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სამართალდამცავებმა ქვეყანაში დაბრუნებიდან რამდენიმე დღეში, 1 ოქტომბერს დააკავეს. მას ორ სისხლის სამართლის საქმეზე საქართველოს სასამართლოებმა პატიმრობა შეუფარდეს. მის წინააღმდეგ მიმდინარეობს სასამართლო განხილვები სხვა ბრალდებებთან დაკავშირებითაც.

მიხეილ სააკაშვილი დაკავების დღიდან შიმშილობდა. შიმშილობის 50-ე დღეს, მდგომარეობის დამძიმების შემდეგ, ის გლდანის მე-18 სამკურნალო დაწესებულებიდან გორის ჰოსპიტალში გადაიყვანეს. სწორედ ამ დღეს, 20 ნოემბერს შეწყვიტა მან შიმშილობა. დეკემბრის ბოლოს ის ისევ რუსთავის ციხეში დააბრუნეს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S