Accentnews.ge
ყაზახეთში არეულობის შემდეგ ნაზარბაევი პირველ მიმართვას ავრცელებს

ყაზახეთში არეულობის შემდეგ ნაზარბაევი პირველ მიმართვას ავრცელებს

18/01/2022 12:23:38 მსოფლიო

ყაზახეთის ყოფილი პრეზიდენტი ნურსულთან ნაზარბაევი არეულობის შემდეგ პირველ ვიდეომიმართვას ავრცელებს.

მისი თქმით, "ელიტაში კონფლიქტი არაა" და ყაზახეთის დედაქალაქში "დამსახურებულა ისვენებს".

"ჩემს მიმართ არაერთი კითხვის პასუხად და მედიაში გავრცელებულ პუბლიკაციებთან დაკავშირებით გაცნობებთ, რომ 2019 წელს პრეზიდენტის უფლებამოსილება გადავეცი ყასიმ ჟომართ ტოყაევს და მას შემდეგ ვარ პენსიონერი. ამჟამად დამსახურებულად ვისვენებ ყაზახეთის დედაქალაქში და არსად წავსულვარ.

პრეზიდენტი ყასიმ ჟომართ ტოყაევი სრულ ძალაუფლებას ფლობს. ის უსაფრთხოების საბჭოს თავმჯდომარეა. მალე პარტია ნურ ოტანის თავმჯდომარედაც აირჩევენ. ამიტომაც ელიტაში არავითარი კონფლიქტი ან დაპირისპირება არაა. ჭორები ამის თაობაზე აბსოლუტურად უსაფუძვლოა", - განაცხადა ნაზარბაევმა ვიდეომიმართვის დროს.

იხილეთ ასევე: ნაზარბაევის ნათესავები ყაზახეთში თანამდებობებს კარგავენ

საწვავზე ფასის ზრდის გამო ყაზახეთში საპროტესტო აქციები დაიწყო, რომელიც მოგვიანებით ფართომასშტაბიან დემონსტრაციებში გადაიზარდა.

დემონსტრანტების ერთ-ერთი მოთხოვნა, არსებული ხელისუფლების გადადგომა იყო, რომელიც, მათი აზრით, კვლავ ნაზარბაევის მიერ იყო მართული.

ოფიციალური მონაცემებით, ანტისამთავრობო გამოსვლებს სულ მცირე 225 ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის 19 სამართალდამცველი.

უფლებადამცველთა ნაწილის თქმით, მსხვერპლთაგან ბევრი იყო უბრალო გამვლელი, რომლებსაც კავშირი არ ჰქონდათ საპროტესტო გამოსვლებთან.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S