Accentnews.ge
WHO ძლიერი "ტალღის" გაფრთხილებით გამოდის

WHO ძლიერი "ტალღის" გაფრთხილებით გამოდის

12/01/2022 11:06:54 საზოგადოება

ევროპასა და შუა აზიაში რამდენიმე ქვეყანა კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების "აფეთქების" შესახებ იუწყება.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია (WHO) გამოდის გაფრთხილებით, რომ ინფიცირების ტალღამ, რომელსაც ვირუსის ახალი შტამი – "ომიკრონი" იწვევს და რომელიც ამჟამად ცირკურებს მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში, შესაძლოა, მომდევნო ორი თვის განმავლობაში ევროპის მოსახლეობის ნახევარზე მეტის დაავადება გამოიწვიოს.

მაგალთად, გერმანია ერთ დღეში ინფიცირების 80 430 ახალი შემთხვევის გამოვლენის შესახებ განაცხადა, რაც ამ ქვეყნისთვის ყველაზე მაღალი მაჩვენებელია პანდემიის დაწყებიდან. 12 იანვარს სარეკორდო მაჩვენებელს მიაღწია ბულგარეთმაც ინფიცირების 7 062 ახალი შემთხვევით. ევროკავშირის წევრ ქვეყნებს შორის, ბულგარეთში ვაქცინაციის მაჩვენებელი ყველაზე დაბალია – 28%. ინფიცირების მაჩვენებლის მკვეთრი ზრდის შესახებ იუწყება ყირგიზეთი და ყაზახეთიც.

ინფიცირების შემთხვევები იმატებს საქართველოშიც, სადაც "ომიკრონის" შიდა გავრცელება დაიწყო: ბოლო ორი დღეა ინფიცირებულთა დღიური ნამატი 5 000–ს აჭარბებს.

იხილეთ ასევე:

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S