Accentnews.ge
"პიკი ქვეყანაში შესაძლოა, თებერვლის პირველ დეკადაში დადგეს 60 ათასამდე დღიური შემთხვევით"

"პიკი ქვეყანაში შესაძლოა, თებერვლის პირველ დეკადაში დადგეს 60 ათასამდე დღიური შემთხვევით"

11/01/2022 08:29:20 საზოგადოება

NCDC-ს დირექტორის ამირან გამყრელიძის განცხადებით, პროგნოზირების ინსტიტუტის გამოთვლით, ვირუსის გავრცელების პიკი ქვეყანაში შესაძლოა, თებერვლის პირველ დეკადაში დადგეს, სავარაუდოდ 60 ათასამდე დღიური შემთხვევით, საიდანაც ლაბორატორიულად 20-30%–მდე გამოვლინდება.

„ომიკრონის“ შემთხვევები „დელტასთან“ შედარებით მსუბუქად მიდის, მაგრამ ამან არ უნდა გაგვათამამოს, რადგან პროპგნოზირების ინსტიტუტის გამოთვლით, ჩვენ შეიძლება, პიკში შევიდეთ სადღაც თებერვლის პირველ დეკადაში და შეიძლება, იყოს დღიურად 60 ათასამდე შემთხვევა, რომლიდანაც ლაბორატორიულად დაახლოებით 20-30% გამოვლინდება, ანუ შეიძლება, 10-15 ათასამდე დღიური შემთხვევა გვქონდეს“,- განაცხადა გამყრელიძემ.

ის ვარაუდობს, რომ ძირითადად ამბოლატორიული სექტორი დაიტვირთება.

ამასთან, როგორც გამყრელიძე განმარტავს, „ომიკრონის“ შემთხვევაში ჰოსპილტალიზაციის მაჩვენებელი მერყეობს 5-10%-მდე, ხოლო „დელტას“ შემთხვევაში ეს მაჩვებნელი იყო 20%-მდე.

იხილეთ ასევე: გამყრელიძე: "ომიკრონის" ცირკულაცია დადებით შემთხვევებში დაახლოებით 45%-ის ფარგლებშია"

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S