Accentnews.ge
გამყრელიძე: "ომიკრონის" ცირკულაცია დადებით შემთხვევებში დაახლოებით 45%-ის ფარგლებშია"

გამყრელიძე: "ომიკრონის" ცირკულაცია დადებით შემთხვევებში დაახლოებით 45%-ის ფარგლებშია"

11/01/2022 08:12:04 საზოგადოება

NCDC–ს დირექტორის ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, დღეს "ომიკრონის" ცირკულაცია დადებით შემთხვევებში დაახლოებით 45%-ის ფარგლებშია".

მისი ცნობით, 60% დედაქალაქზე მოდის.

"შეიძლება ითქვას, რომ მეექვსე ტალღის აღმავალ ნიშნულზე ვართ. თანდათან ძლიერდება ახალი შტამის ცირკულაცია ქვეყანაში.

ჩვენ გუშინ კიდევ ერთხელ გადავხედეთ ყველა მონაცემს, რომელიც ლაბორატორიულადაა დადასტურებული და ვიანგარიშეთ საეჭვო შემთხვევებიდან რამდენი დასტურდება "ომიკრონზე" და იმის მიხედვით ჩამოვყალიბდით, რომ დღევანდელი "ომიკრონის" ცირკულაციის პროცენტი დადებით შემთხვევებში არის დაახლოებით 45%-ის ფარგლებში, 30% არის რეგიონებში და 60% არის თბილისში. რაც მთავარია, ის არის მზარდი და საკმაოდ სწრაფად მზარდი. ამიტომ უნდა ველოდოთ, რომ შემთხვევების რაოდენობა გაიზრდება".

შეგახსენებთ, რომ დაავადება COVID-19-ის გამომწვევი კორონავირუსის ამ შტამით ინფიცირების პირველი ორი შემთხვევა საქართველოში 2021 წლის 20 დეკემბერს დადასტურდა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ კორონავირუსის "დელტა" სახეობასთან შედარებით "ომიკრონი" ნაკლებად მძიმეა, განსაკუთრებით ვაქცინირებულებისთვის, ეს არ ნიშნავს, რომ მსუბუქის სტატუსი უნდა მიენიჭოს. ორგანიზაციის თანახმად, წინა ვარიანტების მსგავსად, "ომიკრონი" იწვევს ჰოსპიტალიზაციას და სიკვდილს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S