Accentnews.ge
საქართველოში კოვიდ–ინფიცირების მაჩვენებელმა ახალ პიკს მიაღწია

საქართველოში კოვიდ–ინფიცირების მაჩვენებელმა ახალ პიკს მიაღწია

11/01/2022 06:43:46 საზოგადოება

ბოლო 24 საათში საქართველოში კოვიდ–ინფიცირების 5 486​ ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაცვალა კიდევ 46 ადამიანი, გამოჯანმრთელდა 2 893 პაციენტი.

ბოლო 24 საათში ჩატარდა 57 546 კვლევა ტესტით, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით - 39 284, ხოლო PCR ტესტით -18 262.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 11 იანვრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელმა 9,53%, ბოლო 14 დღის განმავლობაში 8,1%, ხოლო ბოლო 7 დღეში - 9,63% შეადგინა.

დღიურად 10 881 აცრა ჩატარდა. სულ ქვეყანაში ჩატარებულია - 2 565 599 აცრა.

შეგახსენებთ, კოვიდპანდემიის დაწყებიდან დღემდე საქართველოში ინფიცირების 968 313 შემთხვევა დადასტურდა, მათ შორის გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობაა 916 421, ვირუსს ემსხვერპლა 14 264 ადამიანი.

იხილეთ ასევე: თბილისი და ხუთი რეგიონი, სადაც კოვიდ–ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა გამოვლინდა

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S