
თბილისი და ხუთი რეგიონი, სადაც კოვიდ–ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა გამოვლინდა
11/01/2022 06:48:51 საზოგადოება
საქართველოში ბოლო 24 საათში გამოვლენილი ინფიცირების 5 486 ახალი შემთხვევიდან ყველაზე მეტი დედაქალაქსა და ხუთ რეგიონზე მოდის. კერძოდ:
- თბილისში გამოვლენილია 2 985 შემთხვევა,
- აჭარა – 569,
- იმერეთი – 563,
- ქვემო ქართლი – 205,
- შიდა ქართლი – 282,
- გურია – 145,
- სამეგრელო – ზემო სვანეთი – 290,
- კახეთი -192,
- მცხეთა-მთიანეთი -131,
- სამცხე-ჯავახეთი – 84,
- რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი -40.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 37 602 საიდანაც:
- 4 431 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 1 901, აჭარაში – 599, იმერეთში – 774.
- ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 083 პირი, მათ შორის, თბილისში – 519, აჭარაში – 130, იმერეთში – 254.
- ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 281 პირი, მათგან თბილისში – 161, აჭარაში – 39, იმერეთში – 25.
- 1 801 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 1 192 – თბილისში, 426- აჭარაში.
- 31 370 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
- საკარანტინო სივრცეებში მოთავსებულია 69 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 65, ხოლო აჭარაში – ოთხი.
სულ 2020 წლის 6 ოქტომბრიდან – მ/წ 10 იანვრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია – 25 299 პირი.
ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 30 835 ადამიანი.