Accentnews.ge
ახალი სამგზავრო ბარათების გაცემა განახლდა

ახალი სამგზავრო ბარათების გაცემა განახლდა

10/01/2022 09:54:15 საზოგადოება

თბილისის საზოგადოებრივი ტრანსპორტის ახალი სამგზავრო ბარათების გაყიდვა განახლდა.

აბონემენტები 10 იანვრის დილიდან მეტრო სადგურებში გაიცემა. გარდა ამისა, დაწყებულია საქართველოს ბანკის ექსპრეს ფილიალების მომარაგებაც, სადაც ბარათების აღება შესაძლებელი იქნება, სავარაუდოდ, დღის მეორე ნახევარში.

ახალი ბარათების გაყიდვა 5 იანვრიდან დაიწყო და მასზე არასწორად ეწერა სიტყვა „საბაგირო“ („საბაგარო“), რის გამოც, მათი გაცემა ერთი დღით შეწყდა.

1 თებერვლიდან თბილისის საზოგადოებრივ ტრანსპორტში გადახდის ახალი, სააბონემენტო სისტემა ამოქმედდება.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S