Accentnews.ge
საზოგადოებრივი ტრანსპორტის სამგზავრო აბონემენტების გაცემა ერთი დღით შეჩერდა

საზოგადოებრივი ტრანსპორტის სამგზავრო აბონემენტების გაცემა ერთი დღით შეჩერდა

09/01/2022 08:50:59 ეკონომიკა, საზოგადოება

9 იანვარს, ერთი დღით, სამგზავრო აბონემენტების გაცემა შეჩერდება. ამის შესახებ ინფორმაციას "საქართველოს ბანკი" ავრცელებს.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ვადიანი სამგზავრო აბონიმენტების დამზადებას და რეალიზაციას "საქართველოს ბანკის" შვილობილი კომპანია უზრუნველყოფს და მათ მიერ ბარათზე დატანილ ტექსტში დაშვებული იყო შეცდომა. 10 იანვრიდან კი ბარათის სწორი ვერსიის გაცემა განახლდება.

"საზოგადოებრივ ტრანსპორტში გადახდის სისტემის მართვას საქართველოს ბანკი უზრუნველყოფს, ვადიანი სამგზავრო აბონემენტების დამზადებას და რეალიზაციას კი საქართველოს ბანკის შვილობილი კომპანია "მს+". სამწუხაროდ, ხსენებული კომპანიის მიერ დაშვებული იყო მცირედი უზუსტობა. ბარათზე დატანილ ტექსტში კი დაშვებული იყო მექანიკური შეცდომა. სწორედ ამის გამო, დღეს, 9 იანვარს, ერთი დღით, შეჩერდება აბონიმენტების გაცემა.

ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტისთვის. უკვე ხვალიდან, 10 იანვრიდან კი განახლდება ბარათის სწორი ვერსიის გაცემა.

აქვე გაცნობებთ, რომ ბარათების ახალი ვერსიის ბეჭდვას საქართველოს ბანკი უზრუნველყოფს", - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S