ჟენევაში რუსულ-ამერიკული მოლაპარაკებები მიმდინარეობს
10/01/2022 08:57:40 მსოფლიო
ჟენევაში რუსულ-ამერიკული მოლაპარაკებები მიმდინარეობს.
„როდესაც საქმე ეხება ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისა და პარტნიორების, მათ შორის უკრაინის უსაფრთხოებას, აშშ ერთგულია პრინციპის „არაფერი შენს შესახებ, შენს გარეშე“, – აცხადებს აშშ–ის სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალური პირი.
მოლაპარაკებებს ხელმძღვანელობს აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე უენდი შერმანი და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე სერგეი რიაბკოვი.
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა მოითხოვა კონკრეტული იურიდიული გარანტიები, რომლებიც გამორიცხავენ ნატო–ს შემდგომ გაფართოებას აღმოსავლეთ ფლანგზე.
კიევის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით 12 იანვარს ბრიუსელში დანიშნულია ნატო-რუსეთის საბჭოს სხდომა.
უკრაინის საზღვრებთან რუსეთის სამხედრო ძალების ბოლოდროინდელი თავმოყრის გამო უკრაინა და დასავლეთის სახელმწიფოები ვარაუდობენ, რომ რუსეთი ახალი ინტერვენციისთვის ემზადება. რუსეთის ხელისუფლება ამას უარყოფს და სიტუაციის დაძაბვაში უკრაინას და დასავლეთს ადანაშაულებს.
ამავე თემაზე: რა ხდება უკრაინა–რუსეთის საზღვარზე და რა ხედვები აქვთ მოსკოვს, კიევს, ნატო–სა და აშშ–ს.


