დღეს ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტრები უკრაინის საკითხზე შეხვედრას გამართავენ
07/01/2022 06:28:11 მსოფლიო
დღეს ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტრები უკრაინის საკითხზე შეხვედრას გამართავენ
ალიანსის ვებ–გვერდზე გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, შეხვედრა ვირტუალურ ფორმატში შედგება.
ნატოს საგარეო საქმეთა მინისტრები განიხილავენ რუსეთის სამხედრო გაძლიერებას უკრაინასა და მის ირგვლივ, ასევე ევროპის უსაფრთხოების საკითხებს.
შეხვედრას ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი უხელმძღვანელებს.
ცნობისთვის: უკრაინის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით 10 იანვარს ჟენევაში დაგეგმილია ამერიკის შეერთებული შტატებსა და რუსეთს შორის მოლაპარაკების გამართვა. 12 იანვარს ბრიუსელში დანიშნულია ნატო-რუსეთის საბჭოს სხდომა.
ამავე თემაზე: რა ხდება უკრაინა–რუსეთის საზღვარზე და რა ხედვები აქვთ მოსკოვს, კიევს, ნატო–სა და აშშ–ს


