Accentnews.ge
10 იანვარს ნატო–უკრაინის სხდომა გაიმართება

10 იანვარს ნატო–უკრაინის სხდომა გაიმართება

05/01/2022 14:39:22 მსოფლიო

10 იანვარს ნატო–უკრაინის სხდომა გაიმართება, რომელსაც უკრაინის საგარეო საქმეტა მინისტრი დმიტრო კულება დაესწრება.

"არანაირი გადაწყვეტილებები არ მიიღება უკრაინის თაობაზე უკრაინის გარეშე. 10 იანვარს მე ვეწვევი ბრიუსელს და მონაწილეობას მივიღებ ნატო-უკრაინის კომისიის სხდომაში, რომელიც რუსეთის შემდგომი აგრესიის შესაჩერებლად ფართო დიპლომატიური ძალისხმევის ერთ–ერთი ნაწილია", – აცხადებს კულება.

ცნობისთვის: უკრაინის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით 10 იანვარს ჟენევაში დაგეგმილია ამერიკის შეერთებული შტატებსა და რუსეთს შორის მოლაპარაკების გამართვა. 12 იანვარს ბრიუსელში დანიშნულია ნატო-რუსეთის საბჭოს სხდომა.

ამავე თემაზე: რა ხდება უკრაინა–რუსეთის საზღვარზე და რა ხედვები აქვთ მოსკოვს, კიევს, ნატო–სა და აშშ–ს

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S