
სააკაშვილის მკურნალი ექიმი ნინო გოგორიშვილი ჰოსპიტალიზებულია
29/12/2021 12:15:51 საზოგადოება
ექს–პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მკურნალი ექიმი ნინო გოგორიშვილი ჰოსპიტალიზებლია. მედიკოსი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო დღეს გორის სამხედრო ჰოსპიტალში მოათავსეს.
არსებული ინფორმაციით, ნინო გოგორიშვილს კარდიოლოგიური პრობლემები აქვს.
ოფიციალური კომენტარი აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით კლინიკაში მოგვიანებით გაკეთდება.
ცნობისთვის: 28 დეკემბერს გორის სამხედრო ჰოსპიტლის ექიმმა ნინო გოგორიშვილმა სააკაშვილის ადვოკატი ნიკა გვარამიას არასწორი ინფორმაციის გავრცელებასა და მისი, როგორც ექიმის, დისკრედიტაციაში დაადანაშაულა.
მანამდე ნიკა გვარამიამ გორის ჰოსპიტლიდან გამოსვლის შემდეგ ჟურნალისტებს გააცნო ექიმ ნინო გოგორიშვილის გამოკითხვის ოქმი, სადაც გვარამიას თქმით, მკურნალი ექიმი ამბობს, რომ "თუ მიხეილ სააკაშვილის რეაბილიტაცია საქართველოში თავისუფლების პირობებში არ მოხდება, მაშინ რეკომენდირებულია სააკაშვილის საზღვარგარეთ გაყვანა".