Accentnews.ge
„პოტენციალი ექნება ჩირს, არ გვაქვს ფეიხოა“,– ელჩი ქართველ მწარმოებლებს თურქული ბაზრის შესწავლას ურჩევს

„პოტენციალი ექნება ჩირს, არ გვაქვს ფეიხოა“,– ელჩი ქართველ მწარმოებლებს თურქული ბაზრის შესწავლას ურჩევს

24/12/2021 09:51:50 ეკონომიკა

საქართველოში თურქეთის ელჩი ქართველ მწარმოებლებს ურჩევს, კარგად შეისწავლონ თურქული ბაზარი:

„საქართველო ჩვენი მეზობელი, სტრატეგიული პარტნიორია, რომელთანაც კარგი კავშირი გვაქვს. იმისთვის, რომ საქართველოდან ექსპორტი გაიზარდოს, აუცილებელია, ქართველმა მწარმოებლებმა თურქული ბაზრის მოკვლევა განახორციელონ, ეს მათ ბაზრის ათვისებაში დაეხმარებათ. თუ ქართველი ბიზნესმენი ეცდება, გაყიდოს პომიდორი, ეს ალბათ რთული იქნება, თუმცა ალბათ, მეტი პოტენციალი ექნება მაგალითად, ჩირს, ჩვენ არ გვაქვს ფეიხოა. გარდა ამისა, საქართველოში შესაძლოა, არსებობს რომელიმე ნედლეული, რომელსაც თურქეთი სხვა ქვეყნებიდან ყიდულობს. ამდენად, თურქეთის ბაზრის კარგი კვლევაა საჭირო“,– განაცხადა საქართველოში თურქეთის ელჩმა.

იხილეთ ასევე: საქართველო–თურქეთის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაში ცვლილებები შედის

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S