Accentnews.ge
სრულად ვაქცინირებულის სტატუსისთვის ორი დოზა შესაძლოა, საკმარისი აღარ იყოს

სრულად ვაქცინირებულის სტატუსისთვის ორი დოზა შესაძლოა, საკმარისი აღარ იყოს

22/12/2021 09:39:50 საზოგადოება

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის ცნობით, მიმდინარეობს მსჯელობა, რომ სრულად აცრილად ჩაითვალოს არა ორჯერ აცრილი, არამედ „ბუსტერიზირებული“ ადამიანი. საკითხი აქტუალური განსაკუთრებით კორონავირუსის მორიგი ახალი შტამის დაფიქსირების შემდეგ გახდა, რომელიც მეტი გადამდებლობით ხასიათდება, ვიდრე „დელტა“. ამ ეტაპზე სწორედ ბუსტერ–დოზა სახელდება მის წინააღმდეგ ეფექტურ საშუალებას.

"ჩვენი წინადადებაა და ამას განიხილავს იმუნიზაციის საბჭო, რომ სრულად აცრილად ჩაითვალოს არა ორჯერ აცრილი, არამედ ბუსტერიზირებული ადამიანი. რა თქმა უნდა, ეს ძალიან სწრაფად ვერ იქნება, მაგრამ კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ მოსახლეობას," - განაცხადა ამირან გამყრელიძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე.

ამ ეტაპზე სრულად ვაქცინირებულად ითვლება პირი, რომელმაც ვაქცინის ორი დოზა მიიღო, თუმცა საქართველოში მოქმედი რეგულაციის მიხედვით, "მწვანე სტატუსს" იღებს ისიც, ვისაც კოვიდი აქვს გადატანილი განურჩევლად პერიოდისა. სწორედ ეს საკითხი წარმოადგენს ჯანდაცვის სექტორისა და პრემიერ–მინისტრს შორის დავის საგანს.

ამასთან, გამყრელიძემ თქვა ისიც, რომ იმუნიზაციის საბჭო აპირებს „ბუსტერ“ დოზის ინტერვალის შემცირებაზე იმსჯელოს. ამ დროისთვის „ფაიზერისა“ და „ასტრაზენეკას“ ვაქცინით აცრილებისთვის ინტერვალი 5 თვეა, ხოლო „სინოვაკისა“ და „სინოფარმის“ შემთხვევაში – სამი თვე.

შეგახსენებთ, რომ სადღეისოდ ქვეყანაში ომიკრონის 24 შემთხვევაა გამოვლენილი.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S