
ჩხაიძე ჯანდაცვის მინისტრის გადადგომის სავარუდო მიზეზზე საუბრობს
09/12/2021 19:49:57 საზოგადოება
ჯანდაცვის მინისტრის გადადგომის მიზეზი სავარაუდოდ, არის „მწვანე პასპორტში“ ვადის დაფიქსირების თემა, – ასე უპასუხა იმუნიზაციის მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის და იაშვილის კლინიკის ხელმძღვანელმა ივანე ჩხაიძემ შესაბამის კითხვას პირველი არხის ეთერში.
„ჯანდაცვის სამინისტრო, ისევე, როგორც იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფი, ვთვლიდით, თუ გვინდა, საქართველოში რეალურად მოქმედი მწვანე პასპორტი იყოს, აქ უნდა დაფიქსირდეს ვადა – კორონავირუსის გადატანიდან ექვსი თვის პერიოდი. ეს იყო ძირითადი მოთხოვნა, ეს არის ჩვენი რეკომენდაციაც და ეს არის მსოფლიოს ძალიან ბევრი ქვეყნის გადაწყვეტილება“, – განაცხადა ჩხაიძემ.
იმუნიზაციის მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელმა ასევე აღნიშნა, რომ ჯანდაცვის მინისტრის გადადგომის მიზეზთან დაკავშირებით იმაზე მეტი ინფორმაცია არ აქვს, რაც მედიიდან მოისმინა.
ტიკარაძის გადადგომას მოულოდნელი უწოდა ადამიანის უფლებათა დაცვის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ მიხეილ სარჯველაძემ.
იმის შესახებ, რომ ტიკარაძე თანამდებობას ტოვებს, დღის მეორე ნახევარში გახდა ცნობლი. მას ოფიციალური მიზეზი არ დაუსახელებია, არც კითხვებზე გაუცია პასუხი, თუმცა კულუარული ინფორმაციით, ეს შესაძლოა, უკავშირდებოდეს ჯანდაცვის გუნდის დაპირისპირებას პრემიერთან უვადო „მწვანე სტატუსის“ თაობაზე.