Accentnews.ge
ჯანდაცვის მინისტრი გადადგა

ჯანდაცვის მინისტრი გადადგა

09/12/2021 16:08:04 პოლიტიკა

ჯანდაცვის მინისტრი ეკა ტიკარაზე გადადგა. განცხადება მან „ქართულ ოცნების“ სათავო ოფსში გააკეთა.

როგორც ტიკარაძემ აღნიშნა, საქმიანობას პარტიის პოლიტსაბჭოში განაგრძობს.

„სამწლიანი საკმაოდ ინტენსიური მუშაობის შემდეგ, განვლილი კონსულტაციების შედეგად – როგორც პრემიერთან და ახლა უკვე პარტიის თავმჯდომარესთან, სწორ გადაწყვეტილებად მივიჩნიეთ, საქმიანობა გავაგრძელო პარტია „ქართულ ოცნებაში“, პოლიტსაბჭოში და სწორედ აქედან გავაძლიერი ქართული ჯანდაცვის და სოციალური დაცვის სისტემები. ვთვლით, რომ ის პროექტები, რომლებიც იქნა განხორცელებული, ამით განვითარების გარკეული ეტაპი უკვე დაიხურა, ჩვენ გადავდივართ სხვა ეტაპზე“,– განაცხადა ტიკარაძემ და ბრიფინგის ოთახი დატოვა ისე, რომ ჟურნალისტების შეკითხვებისთვის არ უპასუხია. მათ შორის, არც ის განუმარტავს, მძიმე ეპიდვითარებს ფონზე რატომ დატოვა თანამდებობა და კონკრეტულად რით იყო ეს განპირობებული.

ცნობისთვის: კულუარული ინფორმაციით, ეს შესაძლოა, უკავშირდებოდეს ჯანდაცვის გუნდის დაპირისპირებას პრემიერთან უვადო „მწვანე სტატუსის“ თაობაზე.

ოპოზიციაში გადაწყვეტილებას მიესალმებიან და აღნიშნავენ, რომ პოლიტიკაში ცვლილებები აუცილებელია.

"ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის" პოლიტიკური საბჭოს წევრი ვახტანგ კალოიანი აცხადებს, რომ ტიკარაძემ თანამდებობა შიდა დაპირისპირების გამო დატოვა:

"სამწუხაროდ, მას არ აუღია პოლიტიკური პასუხისმგებლობა და შიდა ინტრიგების გამო დატოვა თანამდებობა. მნიშვნელოვანია პოლიტიკის და დამოკიდებულებების ცვლილება".

პარტია ”სტრატეგია აღმაშენებელის” პოლიტიკური საბჭოს წევრი სერგო ჩიხლაძე კი ამბობს, რომ ეკატერინე ტიკარაძეს ეს ნაბიჯი დიდი ხნის წინ უნდა გადაედგა:

"იმედი მაქვს, რომ მის ადგილზე პროფესიონალი მოვა. დიდი ხანია ის მოსახსნელი იყო, რადგან პანდემიის 22- თვიანი არაეფექტური მართვა, დიდწილად, მის კისერზე იყო".

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S