იტალიელ მამაკაცს, რომელიც კოვიდ–საწინააღმდეგო ვაქცინის ასაცრელად "ფეიქ" მკლავით მივიდა, თაღლითობის მუხლით გასამართლება ემუქრება
03/12/2021 14:15:23 მსოფლიო
იტალიელი მამაკაცს, რომელიც კოვიდ–საწინააღმდეგო ვაქცინის ასაცრელად "ფეიქ" მკლავით მივიდა, თაღლითობის მუხლით გასამართლება ემუქრება, – იუწყება The Guardian.
გამოცემის ცნობით, ანტივაქსერმა მამაკაცმა, რომლის ვინაობასაც არ ასაჯაროებენ, შესაძლოა, ასობით ევრო გადაიხადა მკლავზე სილიკონის პროთეზის დამაგრებისთვის.
The Guardian–ის ინფორმაციით, მამაკაცმა სილიკონის პროთეზი გაიკეთა, თუ მკლავზე, კანზე სილიკონის ფენა გადაიკრა ჯერ–ჯერობით უცნობია.
შემთხვევა ტურინთან ახლოს, ჩრდილოეთ პიემონტის რეგიონში მოხდა. ექიმის თქმით, მისი ეჭვი მკლავის ფერმა გამოიწვია.
"თავდაპირველად ვერაფერი შევამჩნიე. თუმცა როდესაც, ახლოდან დავათვალიერე მკლავის ფერმა დამაეჭვა და ამიტომ ვთხოვე მამაკაცს, ტანსაცმელი მეორე მკლავზეც გაეხადა", – აცხადებს ექიმი.
მას შემდეგ, რაც მამაკაცს გეგმები ჩაეშალა, მან ექიმს ფაქტის დამალვა სთხოვა, თუმცა აღნიშნულზე მედიკოსისგან უარი მიიღო.
იხილეთ ასევე: რა შეზღუდვებს უწესებს იტალია არავაქცინირებულებს 6 დეკემბრიდან და მედიკოსების შემდეგ ვისთვის გახდება ვაქცინაცია სავალდებულო


