
ექიმი: "სააკაშვილი გაბრაზებული და აფორიაქებული დამხვდა"
26/11/2021 12:26:58 საზოგადოება
სახელმწიფოს მიერ შექმნილი სამედიცინო კონსილიუმის წევრმა, ექიმმა ენდოკრინოლოგმა ელენე გიორგაძემ გორის სამხედრო ჰოსპიტლიდან გამოსვლის შემდეგ, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ისაუბრა.
როგორც ექიმმა აღნიშნა, მას მიხეილ სააკაშვილი დახვდა გაბრაზებული, აფორიაქებული.
„რა გითხრათ, ექიმი ვარ და შემიძლია, მეც გამოვხატო ემოციები. დღეს ჩემი პაციენტი დამხვდა გაბრაზებული და აფორიაქებული. ეს უკვე თქვენ თვითონ გადაწყვიტეთ, რატომ – პაციენტს, რომელსაც ანერვიულებენ, არ ვიცი ტელევიზორით თუ იქ.. ეს ჩემი პრობლემა არ არის, რა თქმა უნდა, მე, როგორც ექიმი, ამაზე ვბრაზდები. ყველას ვთხოვე, მის იურისტებსაც, ამხანაგებსაც, ოჯახის წვერებსაც - ორი კვირა მაცადეთ, რომ ეს ადამიანი დავაყენო [ფეხზე]. თუ მართლა თქვენ ამ ადამიანზე ზრუნავთ და ზრუნავთ მის სიცოცხლეზე, ცოტა შეეცადეთ და ორი კვირა მოგვეცით ექიმებს, რომ გამოვიყვანოთ ბოლომდე ამ მდგომარეობიდან“,- განაცხადა ელენე გიორგაძემ.
როგორც ექიმებს უთხრეს, დეპუტატ აკაკი მინაშვილს მიცემა დღეს მიხეილ სააკაშვილის მონახულების საშუალება. დეპუტატებთან შეხვედრის შეზღუდვის გამო, მიხეილ სააკაშვილი მკურნალობის კურსის შეწყვეტის ულტიმატუმს აყენებდა. ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ საკააშვილმა მკურნალობის შეწყვეტა ამ ეტაპზე გადაიფიქრა.