Accentnews.ge
საკააშვილმა მკურნალობის შეწყვეტა ამ ეტაპზე გადაიფიქრა

საკააშვილმა მკურნალობის შეწყვეტა ამ ეტაპზე გადაიფიქრა

26/11/2021 11:05:27 პოლიტიკა

ექს–პრეზიდენტმა მიხეილ საკააშვილმა მკურნალობის შეწყვეტა ამ ეტაპზე გადაიფიქრა.

როგორც მისმა ადვოკატმა შოთა თუთბერიძემ განაცხადა, სააკაშვილის სურვილია, დაესწროს 29 ნოემრისთვის დანიშნულ სასამართლო პროცესს.

"ჩვენ ვთხოვეთ, რომ არ შეეწყვიტა მკურნალობა. იგი დაგვთანხმდა და არ შეწყვეტს მკურნალობას მინიმუმ, ორშაბათამდე", – განაცხადა ადვოკატმა გორის სამხედრო ჰოსპიტალში სააკაშვილის მონახულების შემდეგ.

მისი თქმით, ექს–პრეზიდენტი სუსტად გრძნობს თავს, თუმცა არა იმდენად სუსტად, რომ მისსავე სასამართლო პროცესზე დასწრება ვერ შეძლოს.

ცნობისთვის: გუშინ სააკაშვილმა განაცხადა, რომ თუ მისი მონახულებას უფლებას დეპუტატებს არ მისცემდნენ, იგი დღეიდან მკურნალობას შეწყვეტდა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S