Accentnews.ge
"კოვიდ–გადატანილი პირებისთვის "მწვანე პასპორტის" უვადოდ გაცემა შეიძლება, გადაიხედოს"

"კოვიდ–გადატანილი პირებისთვის "მწვანე პასპორტის" უვადოდ გაცემა შეიძლება, გადაიხედოს"

24/11/2021 11:24:30 საზოგადოება

დაავადებათა კონტროლის ცენტრის (NCDC) ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ კოვიდ–გადატანილი პირებისთვის "მწვანე პასპორტის" უვადოდ გაცემაზე გადაწყვტილება შეიძლება, გადაიხედოს.

მისივე თქმით, NCDC-ს ამ თემაზე განსხვავებული პოზიცია ჰქონდა, თუმცა საკოორდინაციო საბჭომ უმრავლესობით მიიღო არსებული წესი.

"მწვანე პასპორტში" არის 4 ინდიკატორი - ორჯერადი აცრა, ინფექციის გადატანა და ბოლო 72 საათში PCR, ბოლო 24 საათში ანტიგენის ტესტი. ჩვენი პოზიცია იყო სხვა, საკოორცინაციო საბჭომ უმრავლესობით მიიღო ეს გადაწყვეტილება. ვნახოთ, დავაკვირდებით, შემდგომ შეიძლება, გადაიხედოს", - განაცხადა გამყრელიძემ.

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბი უფროსი გიორგი ღიბრაძე აცხადებს, რომ კორონავირუსის გადატანის შემდეგ ე.წ. ჩამკეტი აღარ არის და პირს "მწვანე სტატუსი" ექნება მუდმივად.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S