Accentnews.ge
რამდენი ხნით ენიჭება ე.წ. მწვანე სტატუსი კოვიდ–გადატანილ პირს

რამდენი ხნით ენიჭება ე.წ. მწვანე სტატუსი კოვიდ–გადატანილ პირს

24/11/2021 10:12:57 საზოგადოება

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბი უფროსი გიორგი ღიბრაძე აცხადებს, რომ კორონავირუსის გადატანის შემდეგ ე.წ. ჩამკეტი აღარ არის და პირს "მწვანე სტატუსი" ექნება მუდმივად.

  • "მწვანე სტატუსი" ენიჭება ადამიანს, რომელიც სრულად ვაქცინირებულია, ანუ გაკეთებული აქვს ორი დოზა აცრის;
  • გადატანილი აქვს კოვიდ–ინფექცია, ოღონდ ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევიდან გასული უნდა იყოს 14 დღე. კოვიდის გადატანის შემდეგ ე.წ. ჩამკეტი აღარ არის და მას მწვანე სტატუსი ექნება მუდმივად.
  • ასევე, "მწვანე სტატუსი" ენიჭება ადამიანს თუ აქვს გაკეთებული 72-საათიანი ვალიდურობის „პისიარ“ ტესტი, ასევე თუ ადამიანს აქვს 24-საათიანი ვალიდურობის ანტიგენის დამადასტურებელი ტესტი“, – განაცხადა გიორგი ღიბრაძემ.

1 დეკემბრიდან საქართველოში "მწვანე პასპორტი" ამოქმედდება.

სად იქნება საჭირო "მწვანე სტატუსის" ქონა:

  • რესტორნები, კაფეები, ბარები, - ღია და დახურული სივრცეები,
  • კინოთეატრები, თეატრები, ოპერები, საკონცერტო დარბაზები, გასართობი ცენტრები;
  • სამორინეები, სათამაშო ბიზნესთან დაკავშირებული დაწესებულებები;
  • სპა ცენტრები, ფიტნეს დარბაზები;
  • სასტუმროები;
  • სამთო კურორტების საბაგირო გზები.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S