Accentnews.ge
კოალიცია კულტურის სამინისტროს ჟურნალისტთა დისკრიმინაციის შეწყვეტისკენ მოუწოდებს

კოალიცია კულტურის სამინისტროს ჟურნალისტთა დისკრიმინაციის შეწყვეტისკენ მოუწოდებს

22/11/2021 11:48:00 საზოგადოება

კოალიცია “მედიის ადვოკატირებისთვის” კულტურის მინისტრ თეა წულუკიანის ბრიფინგზე ხელისუფლების მიმართ კრიტიკულად განწყობილი მედიასაშუალებების არდაშვების ფაქტს ეხმიანება და უწყებას მოუწოდებს, შეწყვიტოს ჟურნალისტთა დისკრიმინაცია.

ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ სამწუხაროდ, ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა სამთავრობო უწყებები მედიასაშუალებების მიმართ შერჩევით დამოკიდებულებას ავლენენ:

“2021 წლის 11 ნოემბერს საქართველოს იუსტიციის მინისტრის მიერ დაგეგმილ ბრიფინგზე, ასევე, არ მიიწვიეს მედიის წარმომადგენლების ნაწილი. მიგვაჩნია, რომ მსგავსი დისკრიმინაციული მიდგომა ლახავს მედიის წარმომადგენლების უფლებას, შეასრულონ პროფესიული მოვალეობა, მიიღონ და გაავრცელონ ინფორმაცია მნიშვნელოვან საკითხებზე. ამასთან, საზოგადოებას ეზღუდება შესაძლებლობა სხვადასხვა წყაროებზე დაყრდნობით თვალი ადევნოს მიმდინარე პროცესებს”.

კოალიცია მოუწოდებს, ყველა ჟურნალისტს მიეცეს ინფორმაციაზე წვდომის თანაბარი შესაძლებლობა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S